onlain sesxebi - ყველა

5 გამოგონება, რომელიც ამტკიცებს, რომ მომავალი უკვე კარზე გვიკაკუნებს

Haier-ის ჭკვიანი სარკე
5 გამოგონება, რომელიც ამტკიცებს, რომ მომავალი უკვე კარზე გვიკაკუნებს
არ გიყვართ ყოველ დილით ტანსაცმლის თავიდან არჩევა და მოხდენა? Haier-ის ჭკვიანი სარკე ამას თქვენ მაგივრად გააკეთებს. თავდაპირველად მის ბაზაში თქვენი ნივთები უნდა შეიტანოთ, რომლებსაც სპეციალური ჩიპები დაუმონტაჟდებათ. შემდეგ სარკე მოახერხებს თქვენთვის შესაფერისი კომპლექტის შექმნას არსებული ტანსაცმელიდან.

Royole-X-ის ჯიბის კინოთეატრი
5 გამოგონება, რომელიც ამტკიცებს, რომ მომავალი უკვე კარზე გვიკაკუნებს
Royole-X - ეს არის კინოთეატრი, რომელიც შეგიძლიათ თან ატაროთ. არამარტო ფილმები, არამედ მუსიკა და ვიდეოთამაშები - თქვენ Royole-X-ს ყველაფერში გამოიყენებთ, რაშიც შეიძლება, მთლიანად ჩაეშვებით ვირტუალურ რეალობაში.

ჯიბის სარეცხი მანქანა Scrubba Wash Bag
5 გამოგონება, რომელიც ამტკიცებს, რომ მომავალი უკვე კარზე გვიკაკუნებს
Scrubba Wash Bag - ესაა პორტატული სარეცხი მანქანა. მოგზაურობისას ის შეუცვლელი ხელსაწყოა. ჩანთის შიგნით დამონტაჟებულია სპეციალური მექანიზებული ნაწილები, რომლებიც სარეცხის გარეცხვაში გვეხმარებიან. საჭიროა მხოლოდ წყლის ჩასხმა, სარეცხი საშუალების დამატება და ჩართვა.

კიდევ ერთი თითი
5 გამოგონება, რომელიც ამტკიცებს, რომ მომავალი უკვე კარზე გვიკაკუნებს
ახალი სიტყვა პროტეზირებაში - დამატებითი ცერა თითი. შემქმნელის თქმით, არასოდეს ესმოდა, რატომ უნდა გამოეყენებინათ პროტეზი მხოლოდ შშმ პირებს. მსგავსი გამოგონებები ხომ სხეულის განვითარებაში გვეხმარება, მას უფრო ფუნქციონალურს ხდის.

ჭკვიანი კბილის ჯაგრისი Unico Smartbrush
5 გამოგონება, რომელიც ამტკიცებს, რომ მომავალი უკვე კარზე გვიკაკუნებს
Unico Smartbrush-ის ინტელექტუალური კბილის ჯაგრისი, რომელსაც კბილების გახეხვა სულ რაღაც 3 წამში შეუძლია. ის Android-ისა და iOS-ის ბაზის მქონე სმარტფონებიდან იმართება.

წყარო: adme.ru