onlain sesxebi - ყველა

როგორ ამოვიცნოთ მატყუარა

როგორ ამოვიცნოთ მატყუარა
1. არაპირდაპირი პასუხი
ტყუილის პირველი ნიშანი - კითხვაზე პირდაპირი პასუხისთვის თავის არიდება. დავუშვათ, ეკითხებით: "შენ მოიპარე კომპიუტერი ოფისიდან?" - და გესმით პასუხი: "როგორ შეგიძლია ჩემში ეჭვის შეტანა? მხოლოდ ახლა გამომწერეს საავადმყოფოდან და საკუთარ საფულესაც კი ვერ ვწევ, კომპიუტერზე არც კი ვსაუბრობ". კიდევ მატყუარა ადამიანმა შეიძლება დაიწყოს მოყოლა, თუ როგორი კეთილია, როგორი კარგი ნიშნები ჰყავდა სკოლაში და როგორი წარმატებული იყო უნივერსიტეტში.

წესიერი ადამიანი არ დაიწყებს მიზეზების ჩამოთვლას, არამედ პირდაპირ კითხვაზე პირდაპირ პასუხს გაგცემთ.

2. რელიგია
ტყუილზე გამოჭერილი ადამიანი, რომელსაც სამალავი აღარ აქვს, შეიძლება თავის გამართლებას რელიგიით შეეცადოს. მაგალითად, თუ პოტენციური ქურდი უკმაყოფილებას გამოხატავს და ამბობს მსგავს ფრაზებს: "როგორ იფიქრეთ, რომ მე შემიძლია რაიმე მოვიპარო! მე ხომ მორმონი ვარ! მორმონები ქურდობით ხელს არ ისვრიან!", დიდი ალბათობით, თქვენ წინაშეა მორმონი ორმაგი სტანდარტებით.

3. ფეხები
ბევრს ჰგონია, რომ მატყუარის ამოცნობა ყველაზე მარტივად სახით შეიძლება, მაგრამ ბევრად მეტ ინფორმაციას ადამიანის ფეხები იძლევა! ალბათ გქონიათ ასეთი სიტუაციები. ზიხართ ადამიანის გვერდით და უსვამთ მას პროვოკაციულ კითხვას. საპასუხოდ ის ფეხებს ამოძრავებს. დიდი ალბათობით, ის იტყუება. თუმცა ნუ დაივიწყებთ ისეთ შემთხვევებსაც, როცა ადამიანები თითქმის ყოველთვის ამოძრავებენ ფეხებს საუბრისას.

4. ზედმეტად გულწრფელი მზერა
ბევრს ჰგონია, რომ თუ ადამიანი თვალებს იატაკისკენ მიმართავს, ესე იგი იტყუება. ეს ასე არ არის. ადამიანს ძირს დასახედად შეიძლება ათეულობით მიზეზი ჰქონდეს. დაბნეულობა, მაგალითად.

წარმოიდგინეთ: სამსახურის უფროსი გიბარებთ და გეკითხებათ, სად წავიდა ანგარიშები. თქვენ არ იცით მატი ადგილსამყოფელი. მზერას ქვემოთ მიმართავთ. თქვენთვის ეს ნორმალური რეაქციაა, რადგან მართლაც არ იცით სად არის ანგარიშები, თანაც უფროსს ესაუბრებით, თქვენ კი ქვეშევრდომი ხართ.

მატყუარა შეიძლება, პირიქით, ზედმეტად გულწრფელმა მზერამ გასცეს. თუ ის პირდაპირ თვალებში გიყურებთ, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ გატყუებთ.

5. ჰიპერრეაქცია
მრავალი მატყუარა მათი დადანაშაულებისას ზედმეტად ემოციურად რეაგირებს. ჰიპერრეაქციის მიზანია, გაგიჩნდეთ დანაშაულის გრძნობა მათში ეჭვის შეტანის გამო. მაგალითად, ერთმა ქალმა შეამჩნია, რომ ქმარი ჰღალატობდა. მან პირდაპირ დაუსვა კითხვა და სანაცვლოდ დიდი ისტერიკა მიიღო, მეუღლეს მედიკამენტებიც კი დასჭირდა დასამშვიდებლად, ვერ წარმოედგინა, როგორ შეეძლო საყვარელ ცოლს მასში ეჭვის შეტანა. რამდენიმე დღეში აღმოჩნდა, რომ ცოლი მართალი იყო.

წყარო: lifehacker.ru