onlain sesxebi - ყველა

სად ცხოვრობენ ყველაზე ბედნიერი ადამიანები?

სად ცხოვრობენ ყველაზე ბედნიერი ადამიანები?
ბედნიერება, რა თქმა უნდა, ყველას თავისებურად ესმის, თუმცა ბრიტანელმა მეცნიერებმა 2006 წელს შეიმუშავეს ბედნიერების საერთაშორისო ინდექსი, რომლის დახმარებითაც შეძლეს გაეგოთ - რომელ ქვეყანაში ცხოვრობს ყველაზე ბედნიერი ხალხი? შეფასება სამი ძირითადი კრიტერიუმით მიმდინარეობდა - ეკოლოგია, სიცოცხლის ხანგრძლივობა და თავად მაცხოვრებლების კმაყოფილება თავიანთი ცხოვრებით. რეზულტატი ცოტათი მოულოდნელი აღმოცნდა: ყველაზე ბედნიერი ადამიანები ცენტრალურ ამერიკაში ციცქნა კოსტა-რიკაში ცხოვრობენ. ჩვენ ცოტა რამ თუ ვიცით ამ ქვეყნის შესახებ. აი რამდენიმე საინტერესო ფაქტი.

სახელმწიფოს ფართობი 51 000 კვ. კილომეტრია, რაც დაახლოებით ბოსნია და ჰერცოგოვინის ფართობს უდრის. ბედნიერ ქვეყანაში კი 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

კოსტა-რიკის მაცხოვრებლები ძალიან ზრუნავენ ბუნებაზე, გასაკვირი არ არის, რომ ქვეყნის მეოთხედს ეროვნული პარკები იკავებს. ტყეებით დაფარულია ტერიტორიის 2/3. აქ შემორცენილია ხეების ისეტი ფასეული ჯიშები, როგორებიცაა ბალზა და ებონი.

თუ ესპანურიდან გადმოვთარგმნით, ქვეყნის დასახელება ნიშნავს "მდიდარ სანაპიროს". აქ 1502 წელს ჩამოვიდა ქრისტეფორე კოლუმბის მეოთხე ექსპედიცია. ევროპელების გაკვირვება გამოიწვია იმან, რომ ადგილობრივი მოსახლეობა უბრალოდ მასიური ოქროს ნაკეტობებით მორთული დადიოდა.

ესპანელები აქტიურად შეუდგნენ ოქროს საბადოების ძიებას, თუმცა არც ისე ბევრი იპოვეს. ოქრო აქ პერუდან შემოჰქონდათ. თუმცა დღემდე დადის ხმები დიდძალ ოქროზე, რომელიც უბრალოდ ვერავინ აღმოაჩინა.

კოლონიზაციის ეპოქამდე თანამედროვე კოსტა-რიკი ტერიტორიაზე დასახლებულნი იყვნენ ინდიელები უეტართა ტომიდან. დღეს კი ინდიელთა შთამომავლები ქვეყანაში ცოტანი შემორჩნენ, კოსტა-რიკის მოსახლეობის 2/3 ევროპეიდული რასის წარმომადგენლები არიან, ინდიელები კი 2 პროცენტზე ნაკლები დარჩნენ.

ქვეყანაში საგზაო ნიშნები მხოლოდ 2012 წელს გაჩნდა. გარდა ამისა, ადგილობრივ მძღოლებს არ ეკრძალებათ ალკოჰოლური თრობის ქვეშ მანქანის მართვა. თუმცა, თუ ის რაიმეს დააშავებს, სასჯერი უმკაცრესი იქნება.

1948 წელს ქვეყანაში დაიწყო 44-დღიანი სამოქალაქო ომი, რომელმაც 2000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე წაიღო. საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ ხელისუფლებამ მიიღო არმიის დაშლისა და მომავალში ყოველგვარი საომარი კონფლიქტისაგან თავის შეკავების გადაწყვეტილება. პროფესიონალური არმიის შექმნის აკრძალვა კონსტიტუციითაა გამყარებული. წესრიგის შესანარცუნებლად კი სამოქალაქო გვარდიაა შექმნილი.

მთელ ელექტროენერგიას კოსტა-რიკა განახლებადი წყაროებიდან იღებს. ნალექის დიიდ რაოდენობის წყალობით, ქვეყნის მდინარეები წყალუხვია, ამიტომაც ჰიდროელექტროსადგურები საჭირო ენერგიას გამოიმუსავებს. და უნდა აღინიშნოს, რომ მსხვილი წარმოება, რომელიც უამრავ ელექტროენერგიას მოითხოვს, ქვეყანაში ძალიან ცოტაა.

წყარო: i-fakt.ru