onlain sesxebi - ყველა

6 ნიშანი იმისა, რომ ფულთან სწორი დამოკიდებულება გაქვთ

6 ნიშანი იმისა, რომ ფულთან სწორი დამოკიდებულება გაქვთ
1. გაქვთ დანაზოგი
ლეიბის ქვეშ ან შემნახველ ანგარიშზე გიდევთ თანხა, რომელიც ტოლია მინიმუმ თქვენი სამი თვის შემოსავლისა. ეს რაოდენობა დაგეხმარებათ სამსახურში შემცირების, ტრავმის მიღებისა და სხვა უსიამოვნებების შემთხვევაში, რომლის გამოც შესაძლოა შემოსავლის მუდმივი წყარო დაკარგოთ. სამი თვის განმავლობაში შეძლებთ ისევე იცხოვროთ, როგორც აქამდე ცხოვრობდით და კვლავ აღიდგინოთ შემოსავალი.

2. ყოველი ხელფასიდან თანხის ნაწილს ინახავთ
თუ ყოველი ხელფასიდან თანხის ნაწილს ინახავთ, ეს ორ კარგ რამეზე მიგვანიშნებს. პირველი: არ ხართ მფლანგველი და შეგიძლიათ შემოსავლის ნაწილი გადაინახოთ. მეორე: თქვენი დანაზოგი ყოველთვე იზრდება.

3. თავს არიდებთ უაზრო ხარჯებს
არსებობს ფულის გადაყრის რამდენიმე გზა: სუპერმარკეტებში სალაროებთან პაკეტების შეძენა, ყავა სამსახურში წასაღებად და ა.შ. თუმცა თქვენ უკვე განიხილეთ ეს საკითხი და კარგად იცით, როგორ გასავალს შეგიძლიათ აარიდოთ თავი მარტივად.

4. მთელი თვისა და წლის ბიუჯეტი დაგეგმილი გაქვთ
ფინანსური გეგმა ფულთან ურთიერთობას უბრალოს და გასაგებს ხდის. თქვენ იცი, რომელი გასავლებია გარდაუვალი და რამდენი ფული გრჩებათ სიამოვნებისთვის. გააკეთეთ დიდი ხარჯების პროგნოზი და შეძლებთ წინასწარ მოაგროვოთ თანხა მათთვის.

5. ხელფასამდე ორი დღით ადრე ჯიბეში წვრილმან ფულს არ ეძებთ
არ გაქვთ დღეები, როცა ხელფასის წინა დღეებში იმდენი ფულიც აღარ გაქვთ, რომ პურზე და რძეზე გეყოთ. მიზეზი შეიძლება ორი იყოს: ან ვირტუოზულად გეგმავთ ბიუჯეტს, ან შოულობთ მეტს, ვიდრე ხარჯავთ.

6. ვალებს მეგობრებისგან, მშობლებისგან და აცნობებისგან არ იღებთ
საკუთარი საშუალებით ცხოვრება ფულთან სწორი დამოკიდებულების ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. შესაბამისად, თუ საკუთარი შემოსავლები და თხოვთ ვინმეს მონაწილეობა მიიღოს თქვენს ცხოვრებაში მატერიალურად, თუნდაც სესხებით, ესე იგი, თქვენს ფინანსურ დაგეგმვაში რაღაც არასწორად წავიდა.

ხანდახან არჩევანის გაკეთება ძალიან რთულია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ გადაწყვეტილებებს ეხება. მაგალითისთვის წარმოიდგინეთ სიტუაცია, რომ თქვენ დაგაკლდათ გარკვეული თანხა და გჭირდებათ ონლაინ სესხის დახმარება, რადგან დროში ხართ შეზღუდული. თქვენ არც კი იცით რამდენი კომპანია ოპერირებს ბაზარზე, რომელი მათგანის სერვისია თქვენთვის იდეალური, რომელი მათგანია საუკეთესო და საერთოდ რა გჭირდებათ. ამ ყველაფრის ძიებაში უამრავი დრო გეკარგებათ და იმის გარანტია რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ არ არსებობს. ამიტომ, გთავაზობთ mome.ge -ს მომსახურებას, რომელიც ერთ სივრცეში წარმოგიდგენთ თითქმის ყველა ონლაინ კრედიტს. თქვენ შეძლებთ დეტალური ინფორმაციის მიღებას თითოეული მათგანის შესახებ, აღმოაჩენთ საბაზისო ინფორმაციას, შეადარებთ მათ სხვადასხვა ვარიანტებთან და ასე გაფილტრავთ კომპანიებს, მანამდე სანამ საუკეთესო ვარიანტ არ აღმოაჩენთ. შემდეგ კი თქვენ შეძლებთ ონლაინ სწრაფი სესხის მიღებას, როგორც მოკლევადიანის, ისე გრძელვადიანის. მომე.ჯი - შეადარეთ და აირჩიეთ საუკეთესო!

წყარო: lifehacker.ru