onlain sesxebi - ყველა

5 პროდუქტი, რომელზეც ფული არასდროს უნდა დაზოგოთ

5 პროდუქტი, რომელზეც ფული არასდროს უნდა დაზოგოთ
1. დესერტი და ცომეული
თუ ერთხელ მაინც გიცდიათ ტორტის გამოცხობა, გეცოდინებათ, რომ ეს არც ისე იაფია. ფქვილი და შაქარი შედარებით იაფია, თუმცა სხვა პროდუქტები, როგორიცაა კრემისებრი კარაქი, საკმაოდ ძვირია.

როცა დესერტი იაფია, ეს გაფრთხილება უნდა იყოს. გამორიცხული არ არის, რომ ნატურალური ნაღები შეცვლილია მცენარეულით, კარაქი კი მარგარინი არ არის. ყველაფერ ამას გავლენა აქვს პროდუქტის გემოსა და ხარისხზე.

2. შოკოლადი
მწარე შოკოლადი სასარგებლოა: ის ასტიმულირებს ენდორფინების გამოყოფას და ამაღლებს განწყობას, დადებითად მოქმედებს კანის ჯანმრთელობაზე, ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა თაავადებების წარმოქმნას, ეხმარება დიაბეტთან ბრძოლაში, ამაგრებს იმუნიტეტს. თუმცა ეს სამართლიანია მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტის შემთვევაში, რომელიც კაკაოს დიდ რაოდენობას შეიცავს.

3. ნახევარფაბრიკატები
ყველა ნახევარფაბრიკატის მავნებლად მიჩნევა არასწორია, რადგან სახლში გაკეთებულ ხინკალზე, რომელიც საყინულეში დევს, არავინ კიდებს იარლიყს "სახიფათოა". მაგრამ დაბალ ფასს უნდა ვუფრთხილდეთ.

მაგალითად, თუ ქათმის გულმკერდით დამზადებული კოტლეტი ბევრად იაფი ღირს, ვიდრე თავად ქათმის გულმკერდი, ესე იგი მასში დამატებულია სხვა ინგრედიენტებიც. თუმცა დაზღვეული არც ძვირიანი პროდუქტის შემთხვევაში ხართ. ამიტომ მხოლოდ ფასს კი არა, ეტიკეტსაც უნდა დააკვირდეთ.

4. ხაჭო
ეს არის სასარგებლო პროდუქტი ცილების მაღალი შემცველობით. თუმცა მწარმოებლებმა, მისი კონსისტენციისთვის უფრო მომხიბლელი სახის მისაცემად და წარმოების გასაიაფებლად, შეიძლება უცხო დანამატები გამოიყენონ. მაგალითად ხაჭოში სახამებლის დამატება ზრდის ნახშირწყლების შემცველობას, რომლის გამოც უამრავი გახდომის მსურველი ღელავს და სწორედ ამიტომ მიირტმევს ხაჭოს, ამ დროს კი ისევ და ისევ ნახშირწყლების მიღება უწევს. ეს პროდუქტები ძვირიან ხაჭოებშიც მოიძებნება, მაგრამ იაფფასიან პროდუქტში დანამატების აღმოჩენის შესაძლებლობა ბევრად დიდია.

5. ყველი
ერთი კილოგრამი ყველის დასამზადებლად საშუალოდ 10 ლიტრი რძე გვჭირდება. ასევე მწარმოებელს დასჭირდება კვეთის ფერმენტი და მარილი. ამიტომ კარგ ყველს დაბალ ფასად ვერ შეიძენ. იაფ ანალოგებში აღმოჩენილია მცენარეული ზეთები და სახამებელი, რაც მავნეა ჯანმრთელობისთვის და არც ისე გემრიელია.

ზოგჯერ ვვარდებით ისეთ გამოუვალ მდგომარეობაში, როცა სასწრაფოდ გვჭირდება თანხა, თუმცა არ გვსურს ახლობლების შეწუხება ან ბანკში დამღლელი პროცედურების გავლა. 21-ე საუკუნეში უკვე არსებობს ბანკების შემცვლელი უსწრაფესი საშუალება, რომლის გამოყენებაც სახლიდან გაუსვლელად შეიძლება. ეს არის ონლაინ სესხი. მის ასაღებად საჭიროა მოკლე მარტივი რეგისტრაციის გავლა და 10-15 წუთში თანხა თქვენია. იმის მიხედვით, თუ როგორი ტიპის ონლაინ სესხს ირჩევთ 50-3000 ლარის სესხება შეგიძლიათ, ის კი პირდაპირ თქვენს საბანკო ბარათზე ირიცხება. უამრავი ონლაინ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის არსებობის გამო რომ დრო არ დაკარგოთ, შეიქმნა კატალოგი mome.ge. აქ პროფესიონალებისგან დაწვრილებით პასუხს მიიღებთ ნებისმიერ კითხვაზე, რომელიც ონლაინ სესხებთან დაკავშირებით გაგიჩნდებათ, ჩვენს ბლოგზე მიიღებთ უამრავ საინტერესო შემეცნებით ინფორმაციას ფინანსების შესახებ და, რაც ყველაზე მთავარია, მარტივად შეადარებთ სწრაფ სესხებს, მათ პირობებს და აირჩევთ თქვენზე მორგებულ ვარიანტს. მომე.ჯი - შეადარე და აირჩიე საუკეთესო!

წყარო: lifehacker.ru