საინტერესო ფაქტები ალპინიზმზე
onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები ალპინიზმზე

საინტერესო ფაქტები ალპინიზმზე
ყოველწლიურად 8 აგვისტოს აღინიშნება ალპინიზმის საერთაშორისო დღე. სწორედ ამ დღეს 1786 წელს ორმა შვეიცარიელმა, მიშელ-გაბრიელ პაკარდმა და ჟაკ ბალმამ, დალაშქრა ალპ-მონბლანის უმაღლესი მწვერვალი.

ევერესტის უმაღლესი მწვერვალის დამლაშქვრელები ყოველთვის იყენებენ შერპთა მომსახურებას. ამ ერის წარმომადგენლები არმოსავლეთ ნეპალში სახლობენ. მედიკოსებმა დაადგინეს, რომ ამ ხალხის სისხლის მიმოქცევა ბევრად სწრაფია, ვიდრე დედამიწის საშუალო მაცხოვრებლის. ამის წყალობით, შერპებ არ ემართებათ მთიური დაავადებები და იდეალური მეგზურები არიან მაღალ მთებში.

მსოფლიოში მდებარეობს თოთხმეტი მწვერვალი, რომლის სიმაღლე 8000 მეტრს აჭარბებს. ათი მათგანი ჰიმალაებშია. ყოველი რვაათასიანი მწვერვალის დალაშქვრა ნებისმიერი ალპინისტის ოცნებაა. მაგრამ მსოფლიოში ასეტი მხოლოდ 41-ა, ოთხი მათგანი კი ქალია.

პირველი რვაათასიანი, რომლის დალაშქვრაც ადამიანმა შეძლო - მთა ანაპურნაა, რომლის სიმაღლე 8091 მეტრია. ფრანგულმა ექსპედიციამ მის მწვერვალს 1950 წლის 3 ივნისს მიაღწია. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ანაპურნაზე ასვლა უფრო ადვილია, ვიდრე სხვა რვაათასიანებზე. სწორედ ანაპურნას მიუძღვის უამრავი ადამიანის სიკვდილში წვლილი. სტატისტიკურად, ყოველი მესამე ალპინისტი ანაპურნას მწვერვალისკენ მიმავალი იღუპება. და ეს მაშინ, როცა მასზე ასვლას მხოლოდ ყველაზე გამოცდილები ბედავენ.

2008 წლის 25 მაის ნეპალელი მინ ბაჰადური ევერესტზე 77 წლის ასაკში ავიდა. მოგვეჩვენებოდა, რომ საუკუნის რეკორდია. მაგრამ ბაჰადურს მალე გამოუჩნდა ღირსეული მოწინააღმდეგე - იაპონელი ალპინისტი იუჩირო მიურა. მან ევერესტი 2013 წლის 23 მაისს დალაშქრა 80 წლის ასაკში. ბაჰადური არ დანებდა და 2017 წელს, 85 წლისას, გეგმავდა მწვერვალის დალაშქვრას, თუმცა სამწუხაროდ გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

წყარო: i-fakt.ru