როგორ დავიცვათ თავი პროფესიული გადაწვისგან
onlain sesxebi - ყველა

როგორ დავიცვათ თავი პროფესიული გადაწვისგან

როგორ დავიცვათ თავი პროფესიული გადაწვისგან
როგორ ამოვიცნოთ პროფესიული გადაწვა

კვლევებში პროფესიული გადაწვა შემდეგნაირად ამოიცნობა: ცინიზმი + გაუცხოების განცდა + დაღლილობა.

მაგალითად, უნდა მოამზადოთ ანგარიში კონფერენციისთვის. ცინიკური დამოკიდებულება შეიძლება გამოჩნდეს მსგავსი ფიქრების სახით: "მე ვერ შევძლებ კარგად გამოსვლას". მოგინდებათ პრობლემისგან გაქცევა და საერთოდ არ შეხედავთ ჩანაწერებს. შედეგად გამოსვლისთვის მომზადება ძალიან დაგღლით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დღის განმავლობაში ძალიან ცოტას გააკეთებთ.


როგორ ავირიდოთ თავიდან

ამისათვის უნდა გაზარდოთ ეფექტურობა - საკუთარი შესაძლებლობების რწმენა და მიზანდასახულობა. როცა ის ეცემა, ჩვენც მაშინვე გადავიწვებით.

სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების მონაცემებით, თვითეფექტურობის დონე ოთხ ფაქტორზეა დამოკიდებული: პირველიაა უშუალო გამოცდილება, როცა მნიშვნელოვანი საქმის კეთების შემდეგ თავდაჯერებული ხდებით. ეს პირადი ეფექტურობის ყველაზე სანდო წყაროა. შემდეგია არაპირდაპირი გამოცდილება, როცა სხვები აღწევენ წარმატებას საქმეში, რომელში მონაწილეობა თქვენც გსურთ, ეს შთაგაგონებთ. მნიშვნელოვანი ფაქტორია დარწმუნებაც, როცა თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანი, მაგალითად, მშობელი, მეუღლე, ოსტატი, გეუბნებათ, რომ თქვენ ამას შეძლებთ. და ბოლოს - ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა. განგაში, სტრესი და მუდმივი დაღლილობა თავდაჯერებულობას გიკარგავთ.

პროფესიული გადაწვისგან გასათავისუფლებლად ტემპი ნელ-ნელა უნდა აკრიფოთ. ნუ ეცდებით მაშინვე უზარმაზარი სტატიებისა და ახალი პროდუქტის შექმნას. მცირედით დაიწყეთ და პატარ-პატარა გამარჯვებებით მიაღწიეთ საბოლოო გამარჯვებას. შემდეგ კი ეფექტურობის ნორმალურ დონესაც მიაღწევთ.

წყარო: lifehacker.ru