როგორ ვიმუშაოთ პროდუქტიულად და გადაუღლელად
onlain sesxebi - ყველა

როგორ ვიმუშაოთ პროდუქტიულად და გადაუღლელად

როგორ ვიმუშაოთ პროდუქტიულად და გადაუღლელად

ნუ აიღებთ ყველაფერს ერთად
რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, დიდი მიზნის მისაღწევად, ცოტა უნდა იმუშაოთ. ბევრი რამდენიმე პროექტის რეალიზაციას იწყებს ერთად, შედეგად კი ვერაფერს აღწევს. განსაკუთრებით ეს დამწყებ მეწარმეებს ეხებათ. შეიძლება ეს ერთხელ გააკეთოთ, თუმცა ამის მუდმივად განმეორება მხოლოდ დააზარალებს თქვენს სამსახურს. სტრესი გაიზრდება, ეფექტურობა - შემცირდება.

პირველ რიგში იფიქრეთ ბედნიერებაზე, და არა პროდუქტიულობაზე
ბედნიერება და კმაყოფილებაა წარმატებისა და პროდუქტიულობის წინაპირობა, და არა პირიქით. ამიტომ პირველ რიგში საკუთარ ბედნიერებაზე კონცენტრირდით. ყოველ დილით ჩაიწერეთ 5 რამ, რისთვისაც მადლობელი ხართ, არ დაგავიწყდეთ მედიტირება 20 წუთით, უყურეთ კომედიის ჟანრის ფილმებს კარგი განწყობისთვის, რაც ყველაზე მთავარია, გაატარეთ დრო ძვირფას ადამიანებთან, ტოქსიკურ პიროვნებებს კი მოერიდეთ.

დაკავდით სპორტით, კარგად იკვებეთ და გამოიძინეთ
ხანდახან 24 საათის განმავლობაში გვიწევს მძიმედ მუშაობა. ამისგან არავინაა დაზღვეული. ასეთ შემთხვევებში ცხოვრების წესი და კვება პირველი ზარალდება. მაგრამ ეს დიდი შეცდომაა. პროდუქტიულობისთვის გჭირდებათ ენერგია, ორგანიზმი კი მას მოძრაობით, საკვებითა და ძილით იღებს. შეამცირეთ ნახევარფაბრიკატების რაოდენობა, შაქარი და მარილი თქვენს რაციონში, იძინეთ 8 საათი, რათა დასვენება კომფორტული იყოს და დაკავდით სპორტით, კვირაში 60 წუთით მაინც.

სწორად გაატარეთ შესვენებები
თუ რეგულარულად ისვენებთ, მაგრამ შესვენებას სოც. ქსელებსა და ვიდეო თამაშებში ხარჯავთ, ამით თქვენი პროდუქტიულობაც და ჯანმრთელობაც მხოლოდ იზარალებს. ჯობს ხალხს პირისპირ ესაუბროთ და არა სოც. ქსელში, ან თუნდაც ისევ ივარჯიშეთ, იმოძრავეთ, დაკავდით ჰობით, ეს დაგეხმარება განვითარებასა და გააქტიურებაში.

წყარო: lifehacker.ru