საინტერესო ფაქტები ალუმინის შესახებ
onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები ალუმინის შესახებ

საინტერესო ფაქტები ალუმინის შესახებ
თავისი გავრცელებით დედამიწის ქერქში ყველა ელემენტიდან ალუმინი მესამე ადგილს იკავებს, იგი მხოლოდ კაჟსა და ჟანგბადს ჩამორჩება.

არსებობს ლამაზი ლეგენდა იმაზე, რომ ერთხელ რომის იმპერატორ ტიბერიუსთან მოვიდა იუველირი და მონარქს მიართვა უცნაურად მსუბუქი მეტალის თეფში, დამზადებული, სავარაუდოდ, ალუმინით. ამასთანავე იუველირმა განაცხადა, რომ ამ მეტალის საიდუმლო მხოლოდ მან და ღმერთებმა იცოდნენ. ტიბერიუსს სულაც არ გახარებია. მას შეეშინდა, რომ ეს უცნაური მეტალი ძლიერად გააუფასურებდა ოქრო-ვერცხლს. ამიტომაც, მადლობის მაგივრად, იუველირი სიკვდილით დასაჯა. თუმცაღა თანამედროვე ქიმიკოსები ამ ლეგენდას უნდობლობით უყურებენ, რადგანაც, მაშინ არ ჰქონდათ ტექნიკური შესაძლებლობა ალუმინი მისი ოქსიდიდან მიეღოთ. სუფთა სახით კი ეს მეტალი ბუნებაში არსად გვხვდება.

ჯერ კიდევ XIX საუკუნის შუა წლებში ალუმინი "მეტალთა მეფედ" იწოდებოდა. ეს აიხსნება მისი წარმოების წარმოუდგენელი სიძვირით. ამიტომ, ალუმინი მიეკუთვნებოდა ძვირფასი მეტალების რიგს. მთელს მსოფლიოში ალუმინის წარმოება სამ ტონას არსად აჭარბებდა.

საფრანგეთის იმპერატორს ნაპოლეონ III-ს ძალიან უყვარდა სტუმრებისთვის ალუმინისგან დამზადებული სამაგიდო ნივთების ჩუქება. ალუმინის კოვზები და ჩანგლები ვერცხლისაზე ბევრად მეტი ღირდა.

შედარებით იაფ მეტალად ალუმინი 1886 წლის შემდეგ გადაიქცა, ამერიკელი ქიმიკოსის ჩარლს მარტინ ჰოლის წყალობით. მან 23 წლის ასაკში გამოიგონა ალუმინის ელექტროლიტური საშუალებით გამოყოფის პროცესი. მოგვიანებით მას ობერლინის კოლეჯში ძეგლიც დაუდგეს.

მაგრამ ალუმინი ძალიან მსუბუქი ნივთიერებაა, ამიტომ დიდი გამოყენება ვერ პოვა. მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში მიიღო ალფრედ ვილმმა შენადნობი, რომელსაც "მტკიცე ალუმინი" ეწოდა. ამან მნიშვნელოვნად გააფართოვა ალუმინის გამოყენების შესაძლებლობები. 1919 წლიდან მას თვითმფრინავთმშენებლობაშიც იყენებენ.

წყარო: i-fakt.ru