ფსიქოლოგიური ტრიუკები, რომლებითაც ხალხს თავს მოაწონებთ
onlain sesxebi - ყველა

ფსიქოლოგიური ტრიუკები, რომლებითაც ხალხს თავს მოაწონებთ

ფსიქოლოგიური ტრიუკები, რომლებითაც ხალხს თავს მოაწონებთ

გაიმეორეთ თანამოსაუბრის ქცევის მანერა
საუბრისას გამოიყენეთ მსგავსი ჟესტები და მიმიკა, გაიმეორეთ თანამოსაუბრის პოზა. კვლევების თანახმად, ასეთი ქცევა აჩქარებს სიმპათიის გაღვივებას.

გამოავლინეთ დადებითი ემოციები
ჩვენზე დიდ გავლენას ახდენს გარშემომყოფთა განწყობა. ხშირად ჩვენ გაუცნობიერებლად განვიცდით იმავე ემოციებს, რომლებსაც თანამოსაუბრე. სასიამოვნო შთაბეჭდილების დასატოვებლად აუცილებლად იყავით დადებითად განწყობილი და ეცადეთ ეს მაქსიმალურად გამოავლინოთ.

ნუ შეგეშინდებათ საკუთარი თავის არაიდეალურად წარმოდგენის
რაიმე ნაკლის დემონსტრირებისას თქვენ აჩვენებთ, რომ თქვენც ადამიანი ხართ. მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ შეცდომები სიმპათიაზეც ახდენს გავლენას. ექსპერიმენტის მონაწილეები უსმენდნენ ვიქტორინის ჩანაწერს. თუ რომელიმე სწორად სცემდა პასუხს ყველა კითხვაზე, მაგრამ ბოლოს შემთხვევით ყავის ჭიქას აქცევდა, ის მათ უფრო მოსწონდათ, ვიდრე ის, ვინც იდეალური იყო.

თანამოსაუბრე მიიღეთ ისე, როგორადაც თავად სურს რომ მიიღონ
ადამიანებს სურთ ყველა ისე ხედავდეთ , როგორც თვითონ ხედავენ საკუთარ თავს. როცა სხვისი წარმოდგენა ჩვენზე ემთხვევა ჩვენსას, ჩვენს თავზე, ურთიერთობა ვითარდება წარმატებულად. ვგრძნობთ, რომ ჩვენი ესმით, ეს კი აუცილებელია ნდობის მოსაპოვებლად.

გაუზიარეთ რაიმე პირადული
ეს დაგეხმარებათ ურთიერთობის გაბმასა და ადამიანის უკეტ გაცნობაში. დაიწყეტ საერთო თემებით (მაგალითად, რომელიმე ფილმი, რომელიც ორივემ ცოტა ხნის წინ ნახეთ) და თანდათან გადადით უფრო პირადულზე. შემდეგ მოუყევით რაიმე დაფარული თქვენ შესახებ. ასე ჩნდება სიახლოვის განცდა, თანამოსაუბრეს კი მომავალში თქვენი ნდობა გაუადვილდება.

წყარო: lifehacker.ru