როგორ შევქმნათ პასიური შემოსავალი
onlain sesxebi - ყველა

როგორ შევქმნათ პასიური შემოსავალი

როგორ შევქმნათ პასიური შემოსავალი

დაისახეთ შემოსავლის მიღების მიზანი
უნდა გაიგოთ: პასიური შემოსავლის მისაღებად თავდაპირველად ძალისხმევა დაგჭირდებათ. ჯერ უნდა გასცეთ პასუხი კითხვას: რისთვის გჭირდებათ დამატებითი თანხა? აქტიური შოპინგისთვის? თუ უკვე დღეს არ გყოფნით ფული საჭირო ნივთებზე?

თუ ფული ელემენტარულად ხელფასიდან ხელფასამდე არ გყოფნით, იქნებ არასწორი პროფესია ან სამუშაო ადგილი გაქვთ? შესაძლოა, თქვენიპრობლემა მხოლოდ სამსახურის შეცვლამ მოაგვაროს.

დაადგინეთ ცხოვრების ციკლის მონაკვეთი
შეიძლება მარტო ხართ ან ქორწინებაში ხართ უშვილოდ და შემოსავლის ორი წყაროთი, ან თქვენი მეუღლე სამსახურის მიტოვებას გეგმავს, ბავშვის გასაჩენად. ან სულ ცოტა დაგრჩათ პენსიამდე. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ საჭირო პასიური შემოსავლის დონის დადგენაში.

განივითარეთ დაგროვების უნარ-ჩვევა
ვერ შეძლებთ პასიური შემოსავლის წყაროს შექმნას ფინანსური ინსტრუმენტების დახმარებით, სანამ შენახვას არ ისწავლით. დამატებითი შემოსავლის მიღების პირველი და ერთადერთი წესი - თავდაპირველად ფული გადადეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გაანაწილეთ დარჩენილი თანხა. თუ თქვენი შემოსავლის მხოლოდ 1%-ს მაინც შეინახავთ, ესეც კარგი ნაბიჯი იქნება პასიური შემოსავლის გენერირებისაკენ.

აირჩიეთ წყარო
თეორიაში შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ, მაგალითად, უძრავ ქონებაში ინვესტირება და შემდეგ ქირის საფასურის მიღება პასიური შემოსავლის სახით მარტივია. პრაქტიკაში კი მოგების მიღწევა ძნელია. უძრავი ქონება შესაძლოა გაიაფდეს.

სტაბილური და სანდო წყაროს პოვნა ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომელიც აუცილებლად უნდა გადაწყდეს. შეიძლება ვინმესთან კონსულტირება დაგჭირდეთ.

პასიური შემოსავლის ერთ-ერთი უსაფრთხო წყარო შეიზლება იყოს სახელმწიფოს მიერ დაზღვეული დეპოზიტი ბანკში. ან ინვესტიცია სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში. რაც ყველაზე, მთავარია, არ იყოთ ზედმეტად ამბიციური და პასიური შემოსავლიდან ძალიან ბევრს არ უნდა ელოდოთ.

ზოგჯერ ძალიან გვჭირდება ფინანსური მხარდაჭერა. არის მომენტები, როდესაც არ გვსურს, არ გვსიამოვნებს არც მეგობების, არც ოჯახის წევრების შეწუხება და გარკვეული თანხის სესხება. ამიტომაც გთავაზობთ ალტერნატიულ, ძალინ სწრაფსა და კომფორტულ საშუალებას. როდესაც თანხის სესხება დაგჭიედებათ, ონლაინ სესხებით ისარგებლეთ. მისი საშუალებით განაცხადის შევსებაში რამდენიმე წუთს დახარჯავთ, ისე, რომ სახლიდან არცკი გახვალთ. თანხას 10-15 წუთში მიიღებ საბანკო ბარათზე, ვალდებულებას კი დაფარავთ იმის მიხედვით, თუ რომელი კატეგორიის სწრაფი სესხით სარგებლობთ. თუ მოკლევადიანია, როგორც წესი 30 დღეში უნდა დაფაროთ ან გადაავადოთ, ხოლო თუ გრძელვადიანი ონლაინ კრედიტია, ყოველთვიურდ გადაიხდით თანაბარ თანხებს, 3 - დან 24 თვემდე. პირველრიგში, ეწვიეთ mome.ge - ს, მიიღეთ ინფორმაცია პროფესიონალებისგან, აღმოაჩინეთ სხვადასხვა სწრაფი სესხები, შეადარეთ მათი პირობები ერთმანეთს, გააანალიზეთ რომელი მათგანი ერგება ყველაზე მეტად თქვენს მოთხოვნებს და მხოლოდ ამის შემდეგ შეარჩიეთ საუკეთესო. მომე.ჯი - შეადარე და აირჩიე საუკეთესო!

წყარო: sravni.ru