საინტერესო ფაქტები მალტაზე
onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები მალტაზე

საინტერესო ფაქტები მალტაზე
მალტას სახელმწიფო მდებარეობს 7 კუნძულზე, საიდანაც დასახლებული მხოლოდ 3-ა: მალტა, გოზო და კომინო. ერთი კუნძულიდან მეორეზე მოხვედრა მხოლოდ საზღვაო გზით შეიძლება.

მალტას მოსახლეობა 400 000 ადამიანზე ცოტათი მეტს ითვლის. ცოტაა, თუმცა ამ კუნძულოვანი სახელმწიფოს მთლიანი ფართობი ჯამში 316 კვადრატული კილომეტრია. გამოდის, რომ ყოველ კილომეტრზე 1400 ადამიანი მოდის, დასახლების სიმჭიდროვით იგი მეხუთე ადგილს იკავებს მსოფლიოში.

მალტის დედაქალაქი ვალეტაა. დედაქალაქში 6 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, რაც მთელი ქვეყნის მოსახლეობის 1,5%-ა. ამ "მეგაპოლისის" ფართობი კი 0.8 კვ. კილომეტრია.

მალტაზე დაქორწინება ცხოვრებაში ერთხელ და სამუდამოდ შეიძლება. კანონმდებლობაში გაყრის საკითხი არც კი განიხილება. აბორტს ასევე კანონი კრძალავს. კუნძულებზე ტბები და მდინარეები არ არის, ამიტომ სასმელ წყალს მოსახლეობა მაღაზიებში ყიდულობს. ტურისტები ხშირად გაკვირვებულები არიან, რატომ ღირს ადგილობრივ მაღაზიებში ღვინო უფრო იაფი, ვიდრე წყალი.

2014 წლიდან მალტის მოქალაქეობის მიღება ეკონომიკაში 650 000 ევროს შეტანით გახდა შესაძლებელი.

მალტის ქუჩები ძალიან ვიწროა, რაც ქალაქებში მუდმივ ჩრდილს ქმნის. ეს შემაწუხებელი და მწველი მზისგან იცავს მაცხოვრებლებს. სხვათა შორის, კარებზე ბინის ნომრის მაგივრად მფლობელის სახელი და გვარია მითითებული.

ქვეყანაში თითქმის არ არსებობს დანაშაული. მაცხოვრებლებიც ნახევრად ხუმრობით ხსნიან ამ მოვლენას: სახელმწიფო ზედმეტად პატარაა და დამნაშავეს დასამალი უბრალოდ არსად ექნება.

წყარო: i-fakt.ru