ყველაზე უცნაური გადასახადები
onlain sesxebi - ყველა

ყველაზე უცნაური გადასახადები

ყველაზე უცნაური გადასახადები გადასახადი სიმდიდრეზე (საფრანგეთი)
საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ შემოიღო სიმდიდრის გადასახადი, 1 მლნ ევროზე 75%. მრავალმა მდიდარმა ადამიანმა მაშინვე შეიცვალა მოქალაქეობა. მაგალითად, ცნობილმა მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ გადაწყვიტა, რომ რუსად ყოფნა უფრო იაფი დაუჯდებოდა და რუსეთის მოქალაქე გახდა.

ყველაზე საშინელი გადასახადი (პაკისტანი)
ყველაზე საშინელ გადასახადს 21 წლის განმავლობაში რანჯიტ სინგჰი (1780-1839) იღებდა. პაკისტანის დაპყრობის შემდეგ იქაურებს დააკისრა გადასახადი წელიწადში 100 ადამიანის მოჭრილი თავი.

ებრაული გარეგნობის გადასახადი (რომის იმპერია)
საერთო გადასახადისა და სახლით სარგებლობის გადასახადის გარდა, ებრაული პროვინციის მაცხოვრებლებს კიდევ თავშესაფრის ქონის უფლებისთვისაც უნდა გადაეხადათ. გარდა ამისა, დიდ ქალაქებში შესვლა-გასვლისას ებრაული გარეგნობის მქონე ადამიანებს კიდევ რამდენიმე მონეტა უნდა გადაეხადათ.

ჰაერის გადასახადი (ბიზანტია)
ბიზანტიაში ადამიანებს ჰაერისთვისაც უნდა გადაეხადათ. მიიჩნეოდა, რომ ჰაერი ყველას ეკუთვნის და თუ პატარა საცხოვრებლები არ ქმნიან ჰაეროვანი "შიმშილის" დადგომის საფრთხეს, დიდი სახლები ხალხს უამრავ ჰაერს ართმევს და არ აძლევს უფლებას გამოიყენოს ის, რაც ყველას ეკუთვნის. ასეთი დიდი საცხოვრებლების მფლობელებს უნდა გადაეხადათ სპეციალური გადასახადი, რადგან ჰაერის უზურპატორებად მიიჩნეოდნენ.

გაუხსნელი მკვლელობის გადასახადი (გერმანია)
შუა საუკუნეებში გერმანიაში არსებობდა გადასახადი მკვლელობაზე, თუმცა, რა თქმა უნდა, მას არა მკვლელი, არამედ თემის მთავარი იხდიდა. გადასახადის ოდენობა განისაზღვრებოდა ნახევარ წელიწადში გაუხსნელი მკვლელობების რაოდენობით.

ფანჯრის გადასახადი (ჰოლანდია)
ჰოლანდიაში გამოიგონეს უნიკალური გადასახადი ფარნჯრებისთვის. რაც უფრო მეტი ფანჯარა იყო სახლში, მით მეტი უნდა გადაეხადა მაცხოვრებელს. სამი ფანჯარაზე საშუალო გადასახადი ეკისრებოდათ, მაგრამ თუ რაოდენობა ოთხი ან ხუთი იყო, გადასახადი ორჯერ და სამჯერ იზრდებოდა. ამსტერდამში დღემდე შემორჩა ძველი სახლები, რომლებსაც ძალიან ვიწრო ფორმა აქვთ და ნაკლები ფანჯარა სჭირდებათ, ასე მფლობელები თავიდან იცილებდნენ უზარმაზარ გადასახადებს.

წყარო: i-fakt.ru