onlain sesxebi - ყველა

რატომ არის შვებულების სახლში გატარება სასარგებლო

რატომ არის შვებულების სახლში გატარება სასარგებლო
არ მოგიწევთ ნერვიულობა
მოგზაურობისას ხანდახან მეტად იღლები, ვიდრე ისვენებ. უცხო ენა, უცხო ტრადიციები და გასართობის პოვნის მცდელობა იქ, სადაც არავის იცნობთ. ეს სულაც არ გეხმარებათ განტვირთვაში. თუ არ გსურთ შვებულების შემდგომ კიდევ აღდგენაში დაიხარჯოთ, უბრალოდ სახლში დაისვენეთ. ახლებურად შეაფასეთ თქვენი ქალაქი და დაინახეთ ის, რასაც ჩვეულებრივ ვერ ამჩნევთ.

შეგიძლიათ ნელა, აუჩქარებლად იხეტიალოთ შემოგარენში, დალიოთ ყავა, იაროთ გამოფენებზე, მოაწყოთ პიკნიკები პარკში, საათობით იხეტიალოთ წიგნის მაღაზიებში, უსმინოთ მუსიკას, იცეკვოთ, გაატაროთ დრო მეგობრებთან ერთად, ან უბრალოდ არაფერი აკეთოთ.

შეწყვეტთ საკუთარი თავისგან გაქცევას
ნუ მიბაძავთ სხვებს. ეს თქვენი შვებულებაა, ამიტომ დაისვენეთ ისე, როგორც მოგეწონებათ. გაიხსენეთ თავისუფლების გემო და უბრალოდ იყავით. დიახ, ეს საშიშია, ყოველთვის ვცდილობთ რაღაცის კეთებას, რათა საკუთარ თავს არ შევეჯახოთ. გულის სიღრმეში გვეშინია, რომ სამსახურისა და მკაცრი გრაფიკის გარეშე უბრალო ჭურჭელი ვართ, დინების მიმართულებით მოცურავე.

კიდევ გვსურს გამგზავრება, რათა ახალი შთაბეჭდილებები შევიქმნათ და დავარღვიოთ წესები, რომლებსაც სახლში ვასრულებთ. მაგრამ სადაც უნდა წავიდეთ, საკუთარ თავს ვერ დავემალებით. იმის მაგივრად, რომ გაექცეთ, დაუმეგობრდით საკუთარ თავს.

გააკეთებთ იმას, რაზეც დრო ჩვეულებრივ არ გყოფნით
წაიკითხეთ წიგნი ან ნახეთ ფილმი, სადამდეც აქამდე ხელი არ მიგიწვდებოდათ. სცადეთ ინტენსიური ვარჯიშები ან ექსტრემალური დიეტა, რომელიც მოუხერხებელია სამუშაო დროის განმავლობაში. დაიწყეთ მედიტირება. არ შეხვიდეტ სოც. ქსელებში. მოკლედ, დაკავდით იმით, რაც ყოველთვის ცნობისმოყვარეობას იწვევდა თქვენში.

წყარო: lifehacker.ru