onlain sesxebi - ყველა

რა დაბრკოლებებთან მოუწევთ შეჯახება წითელ პლანეტაზე გამგზავრებულებს?

რა დაბრკოლებებთან მოუწევთ შეჯახება წითელ პლანეტაზე გამგზავრებულებს?ფული
იქამდე, სანამ ასტრონავტები დედამიწის ორბიტას დატოვებენ, შესაძლოა ფულის უკმარისობის პრობლემა გაუჩნდეთ. აშშ-ს ხელისუფლება ახლა ძალიან ცოტას ხარჯავს კოსმოსურ გამოკვლევებზე. კერძო სექტორს შეუძლია დააფინანსოს მისიის ზოგიერთი ასპექტი, მაგრამ მისი რესურსებიც ამოწურვადია. აუცილებელია როგორც ხელისუფლების, ასევე კერძო სექტორის თანამშრომლობა.

გრავიტაციასთან შერკინება
მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად კარგად გამოიკვლია ადამიანმა კოსმოსი, პლანეტის დატოვება ყოველთვის დიდი გამოცდაა. დედამიწის ზედაპირიდან მის ორბიტამდე მისაღწევადაც კი გრავიტაციის გადალახვაა საჭირო. ამისთვის უზარმაზარი სიჩქარე უნდა აიკრიფოს, რაც ხანდახან აფეთქებბას იწვევს. და რამდენად ხშირადაც უნდა დაფრინავდნენ ადამიანები კოსმოსში, რისკი ყოველთვის იქნება.

მკვლელი კოსმოსური ნაგავი
წარმატბული გაშვება - ეს მხოლოდ ნახევარი საქმეა, რადგანაც დედამიწის ორბიტაზეც უნდა გადარჩე. კოსმოსი დაბინძურებულია სხვადასხვა ობიექტების ნარჩენებით. ნაგავი საათში 28200კმ სიჩქარით მოძრაობს, რაც ტყვიის სისწრაფეზე 7-ჯერ მეტია. და რაკეტის სიჩქარის გათვალისწინებით, ის შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს. ამისგან თავის ასარიდებლად, იყენებენ ნავიგაციასა და დამცავ ფარებს.

ზედმეტი წონა
მარსამდე მისაღწევად საწვავის უზარმაზარი რაოდენობაა საჭირო, რაც არც ისე ცოტას იწონის. NASA-მ უკვე წარმატებით დასვა უპილოტო ხომალდი მარსზე, მაგრამ დაგვეთანხმეთ, ხომალდი გუნდითა და მთელი საჭირო აღჭურვილობით ბევრად მეტს აიწონის. ამიტომ საპილოტო მისია მარსზე მოითოვს წონის მინიმიზაციას. ეს პრობლემა ჯერ კიდევ მოსაგვარებელია.

მოწყენილობა და იზოლაცია
ეს ასტრონავტებს არამხოლოდ გზაში, არამედ მარსზე დაჯდომის შემდეგაც ემუქრებათ. გზა კი ძალიან დიდია. უპილოტო ხომალდი წითელ პლანეტამდე 128-333 დღეში აღწევს. მცირე გუნდს, იზოლირებულს ხომალდზე, მოწყენილობა დატანჯავს.

კოსმიური რადიაცია
ეს მისიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. დედამიწის ატმოსფერო იცავს მათ, ვინც პლანეტის ზედაპირზე იმყოფება, რადიაციისგან, მაგრამ ასტრონავტებს არ ექნებათ ასეთი დახმარება. საერთასორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფი თანამშრობლები 10-ჯერ მეტ დასხივებას იღებენ, ვიდრე ჩვენ, დედამიწის მაცხოვრებელნი. აი მარსზე გამგზავრებულ ასტრონავტზე რადიაცია 100-ჯერ ძლიერად იმოქმედებს. უცნობია, როგორ იმოქმედებს ეს ორგანიზმზე, მაგრამ აქაური დასხივების შედეგები კარგად ვიცით: დაბრმავება, სიმსივნე, ნევროლოგიური აშლილობა და მრავალი სხვა. აი მარსის გზაზე კი შესაძლოა ყველაფერი უარესად იყოს.

მარსზე დაჯდომა
მარსზე გამგზავრების უკანასკნელი ნაბიჯი ყველაზე საშიშია. კოსმოსური ხომალდი შედის პლანეტის ატმოსფეროში საათში 20 000კმ სიჩქარით და იყენებს ხახუნის ძალას, რათა შენელდეს. 4 წუთის შემდეგ ის იმავე სიჩქარით იმოძრავებს, რომლითაც რეაქტიული თვითმფრინავი დედამიწაზე, რაც 1600 კმ/სთ-ს უდრის. ბოლო წუთებში იხსნება პარაშუტები, რის შემდეგაც ხომალდი პლანეტის ზედაპირს 80 კმ/სთ სიჩქარით ეჯახება. მარსზე გაგზავნილი მისიების 60% სწორედ ამ შეჯახებისას სრულდება. და ხომალდზე ადამიანების ყოფნის შემთხვევაში შეიძლება ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდეს.

წყარო: onedio.ru