საინტერესო ფაქტები სამხრეთი პოლუსის შესახებ
onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები სამხრეთი პოლუსის შესახებ

საინტერესო ფაქტები სამხრეთი პოლუსის შესახებ
სამხრეთი პოლუსი ერთ-ერთ ყველაზე არაჩვეულებრივ ადგილად მიიჩნევა, ის უამრავ იდუმალებას ინახავს. ყველაზე დახვეწილი მეცნიერები მიემგზავრებიან იქ, რათა გაიგონ რაღაც ახალი ან გააკეთონ მეცნიერული აღმოჩენა. ისინი ბევრ რამეს წირავენ აქ აღმოსაჩენად: სამსახურს, ოჯახს, ჯანმრთელობას. სამხრეთი პოლუსი რამდენადაც მშვენიერია, იმდენადვე საშიშია. აქ ბევრი ვერ შეძლებს ცხოვრებას, უფრო ზუსტად, გადარჩენას.

სამხრეთ პოლუსამდე პირველად მიაღწია ნორვეგიელმა მკვლევარმა როალდ ამანდსენმა 1911 წლის 14 დეკემბერს, შემდეგ წელს კი უკვე ბრიტანელმა რობერტ სკოტმა. პირველი გადაფრენა სამხრეთ პოლუსზე 1928 წელს ამერიკელმა რიჩარდ ბერდმა შეასრულა.

პირველად ყოველგვარი ცხოველისა და ტექნიკის დახმარების გარეშე ანტარქტიკა გადაკვეთეს არვიდ ფუქსმა და რეინოლდ მეისნერმა, 1989 წლის 30 დეკემბერს.

სამხრეთი პოლუსი ძალიან ცივი ადგილია. აქ ყველაზე დაბალი დარეგისტრირებული ტემპერატურა -83 გრადუსია ცელსიუსით, ყველაზე თბილი კი -12.3 იყო. სამხრეთი პოლუსი ასევე ძალიან მშრალია, აქ წელიწადში მხოლოდ 20-25 სმ თოვლს ვიღებთ.

იმის გამო, რომ სამხრეთი პოლუსი დედამიწის კიდეზე მდებარეობს, მზე აქ ყველაზე უკვეთ ჩანს. დამტკიცებულია, რომ სწორედ აქ არის ყველაზე გრძელი აისი და დაისი. ყოველი მათგანის ნახვა წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეიძლება.

მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ პოლუსზე და ანტარქტიდაზე უამრავი ქვეყნის დროშას შევხვდებით, ეს ერთადერთი ადგილია დედამიწაზე, რომელიც არავის ეკუთვნის, და სადაც არ არსებობს მკვიდრი მოსახლეობა.

წყარო: i-fakt.ru