როგორ დავეხმაროთ პლანეტას ჩვენი მოქმედებით
onlain sesxebi - ყველა

როგორ დავეხმაროთ პლანეტას ჩვენი მოქმედებით

როგორ დავეხმაროთ პლანეტას ჩვენი მოქმედებით
შევცვალოთ პლასტიკური პაკეტები ნაჭრის ჩანთებით
ყველას გვაქვს სახლში ცელოფნის პაკეტების მთელი კონა, ისინი ყველგან ყრია, და მაინც, ყოველ ჯერზე ახალს ვყიდულობთ. ამ საშინელი პროცესის შეჩერება მხოლოდ ნაჭრის ერთ ჩანთას შეუძლია, რომელიც ნებისმიერ სხვა ჩანთაში დაიკეცება და ჩაიდება, ის ბევრად გამძლე, ტევადი, მოსახერხებელი და ეკოლოგიურია. ასეთი ნივტი არამარტო დიდხანს გემსახურებათ, არამედ თქვენც და ჩვენს პლანეტასაც დიდ სარგებელს მოუტანს.

გამოვიყენოთ დატენვადი ბატარეები
თითქოს თავად ბატარეები საერთოდაც არ წარმოადგენენ საფრთხეს, მაგრამ პრობლემა მათ უტილიზაციაშია, უფრო სწორად კი ამ პროცესის შეუძლებლობამთელს ეკოლოგიას საფრთხის ქვეშ აყენებს. დატენვადი ბატარეები მხოლოდ იმით განსხვავდება ჩვეულებრივისგან, რომ უფრო დიდხანს გემსახურებათ და გარემოს დაბინძურების ალბატობას მინიმუმამდე დაიყვანს.

შევცვალოთ ქიმია ეკოლოგიური ალტერნატივით
თანამედროვე საშინაო ქიმიის შექმნა მრავალი დიასახლისისთვის ნამდვილი ზეიმი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს "კომპლექტში" მოყვება კანის გაღიზიანება, ალერგია და უცნაური გემო გარეცხვის შემდეგ. მაგრამ ყველა საშუალებას მარტივად შეიცვლება სოდის, ლიმონის წვენისა და ძმრის შეერთებით. მაგალითად, 1 ჭიქა ძმარი, 1 ჭიქა წყალი და 1/4 ჭიქა ლიმონის წვენი მშვენიერი საწმენდი საშუალებაა შუშებისა და სარკეების საწმენდად.

დავაყენოთ ატომიზერები ონკანებზე
როგორც კვლევები გვაჩვენებს, კბილების მხოლოდ ერთ გახეხვაზე ადამიანი საშუალოდ 5ლ წყალს ხარჯავს, ხოლო საერთოდ ერთი ადამიანი კი 250ლ წყალს მოიხმარს! და თუ ოჯახი დიდია? ასეთი გასავალი ყველაფერს ეხება: ჭურჭლის გარეცხვას, ხელების დაბანას, სახლის დალაგებას. თუ ონკანებზე ატომიზერებს დააყენებთ, წყლის ხარჯი 50%-ით შემცირდება.

გადავცეთ არასაჭირო ტანსაცმელი გაჭირვებულებს ან გადავამუშავოთ
გაქვთ უამრავი ტანსაცმელი, რომებზეც ამბობთ: "ჩავიცმევ, როცა გავხდები", ან რამდენიმე წელია კარადაში გიდევთ და ვერ გამოიყენეთ? თუ რამდენიმე ტომარა არასაჭირო ტანსაცმელი დაგიგროვდათ, უკეთესს ვერც გააკეთებთ: გადაეცით ის გაჭირვებულებს, წაიღეთ ეკლესიებში, თავშესაფრებში, საქველმოქმედო ფონდებში. მხოლოდ გადამუშავებაც კი მეტ სარგებელს მოიტანს, ვიდრე მტვრიან კარადაში წლობით დება.

წყარო: adme.ru