როგორ გავზარდოთ ჩვენი შემოსავლები?
onlain sesxebi - ყველა

როგორ გავზარდოთ ჩვენი შემოსავლები?

როგორ გავზარდოთ ჩვენი შემოსავლები?სთხოვეთ ხელფასის მომატება
ეს ყველაზე უბრალო და ერთდროულად რთული შესაძლებლობაა საკუთარი შემოსავლების გაზრდისა. თუ უკვე რამდენიმე წელია თქვენი ხელფასი ოდნავადაც არ გაზრდილა, ან მასთან შედარებით პასუხისმგებლობამ მოიმატა, დროა უფროსთან მიხვიდეთ და თქვენი თავი შეახსენოთ. კეთილგონიერად მოიქეცით და ნურაფრის მოთხოვნას ნუ დაიწყებთ (ეს არავის უყვარს). არგუმენტირებულად აუხსენით ხელმძღვანელს, რატომ ხართ ღირსი ხელფასის მომატებისა.

2. იპოვეთ ახალი სამსახური
თუ ცოტას გიხდიან, ბაზარზე კი თქვენი თანამდებობის ადამიანები საგრძნობლად მეტს იღებენ, უნდა განიხილოთ სამსახურის შეცვლის ვარიანტი. გადააგზავნეთ თქვენი რეზიუმე კომპანიებში, სადაც ხელფასი მეტია.

3. იპოვეთ სამსახური საზღვარგარეთ
საშუალო ხელფასი ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ დაბალია და ამას ინფლაციაც ემატება. არსებობს ქვეყნები სადაც მეტი ფული შეგიძლიათ იშოვოთ. მაგალითად, ლუქსემბურგში საშუალო ხელფასი 5255$-ა, ეს მაჩვენებელი შვეიცარიაში 5190$-ა, ისლანდიაში - 5149$, ხოლო აშშ-ში კი საშუალო ხელფასი 5047$-ა.

თუმცა თუ თქვენი პროფესია მთელს მსოფლიოში მოთხოვნადი არაა, საზღვარგარეთ სამსახურის შოვნა გაგიჭირდებათ. გარდა ამისა, ხშირად ადგილობრივი ენის სწავლაც საჭიროა, ზოგიერთ კომპანიაში კი ინგლისური საკმარისია.

4. იშოვეთ ფული სახლში
სამსახურის შემდეგ უნდა დაისვენოთ, მაგრამ თუ ფული დაგჭირდათ, მაინც შეიძლება იშოვოთ. მასწავლებელს შეუძლია სკოლის მოსწავლეები მოამზადოს გამოცდებისთვის, დამლაგებელს - კვირაობით ბინების დალაგება, დალაქს შეუძლია დანიშნულ წყვილებს საქორწილო ვარცხნილობა გაუკეთოს.

5. გააქირავეთ ბინა, აგარაკი, გარაჟი
გაუმართლა მატ, ვისაც თავისუფალი ბინა ან სახლი აქვს გასაქირავებლად. მაგრამ თუ ყველაფერი ეს არ გაქვთ, მხოლოდ ნაწილიც გამოდგება, მაგალითად ოთახი, რამდენიმე ოთახი აგარაკზე ან გარაჟიც.



წყარო: sravni.ru