ფაქტები აშშ-ზე, რომლებიც აქამდე არ იცოდით
onlain sesxebi - ყველა

ფაქტები აშშ-ზე, რომლებიც აქამდე არ იცოდით

ფაქტები აშშ-ზე, რომლებიც აქამდე არ იცოდითსალაროში ნივთი შეიძლება უფრო ძვირი ღირდეს
თუ რაიმე 10$ ღირს, სალაროში შეიძლება გაიზარდოს, მაგალითად, გახდეს 10,8$. ყველაფერი ეს გაყიდვების გადასახადიდანაა, რომელიც თაროზე არ აღინიშნება. ემ გადასახადის სიდიდე მერყეობს შტატების, ოლქებისა და ქალაქების მიხედვით.

არსებობს შტატები, სადაც ეს გადასახადი საერთოდ არ არსებობს, მაგალითად: ორეგონი, ნიუ-ჰემპშირი და მონტანა.

ასევე არსებობს პროდუქტები, რომლებზეც ეს გადასახადი არ ვრცელდება: ნიუ იორკში, ვთქვათ, ნორმალური გადასახადი 8,875%-ია, მაგრამ თქვენ არ იხდით ტანსაცმელსა და ფეხსაცმელში, რომელიც 110$-ზე ნაკლები ღირს, მედიკამენტებში, ასევე თვითმომსახურების დაწესებულებებში.

ფასიანი ბარგი შიდა რეისებზე
თუ ეკონომკლასით აშშ-ს რომელიმე ქალაქიდან ქალაქში მიფრინავთ, როგორც წესი, უნდა გადაიხადოთ ბარგისთვის: ხშირად ეს 25$-ა ერთი ჩემოდანისთვის და 35$ მეორესთვის. გადასახადი მესამე და მეოთხე ჩემოდნებზე შესაძლოა 150-200$-ს აღწევდეს.

ყველაზე იშვიათი ბანკნოტი - 2 დოლარი
2-დოლარიანი კუპიურა ოფიციალურ ბრუნვაშია, თუმცა მას იშვიათად შეხვდებით: 100$-მდე ბანკნოტებში ის ყველაზე ცოტა აქვთ, მხოლოდ 1,2 მილიარდი, მაშინ, როცა 2017 წელს 100$-იანების რაოდენობა 12 მილიარდს აღემატებოდა. ამერიკელები მას იღბლიანად მიიჩნევენ, ამის გამო კი იღებენ ბრუნვიდან და გვერდზე, "ბედნიერებისთვის" გადადებენ. მასზე დოკუმენტური ფილმიც კია გადაღებული.

ჯანმრთელობის დაუზღველად შეიძლება გაკოტრდეთ
თუ აშშ-სი მიემგზავრებით და იქ ცხოვრებას გეგმავთ, აუცილებლად შეიძინეთ დაზღვევა: მედიცინა აშშ-ში ძალიან ძვირია. მაგალითად, კვლევის მიხედვით, ექიმთან პირველადი ვიზიტისას საჭიროა 160$ მაინც. სასწრაფოს გამოძახება კი შეიძლება რამდენიმე ათასი დოლარი დაჯდეს: უმეტეს შტატში არ არის კანონი, რომელიც დაარეგულირებდა ამ მერყევ ფასს.

შეიძლება წლები იმუშაო შვებულების გარეშე
თუ აშშ-ში მუშაობა გსურთ, იყავით მზად იმისთვის, რომ კანონმდებლობაში იქ არ არის გაწერილი გარანტირებული შვებულება. იმისთვის, რომ ფასიან შვებულებაში წასვლა შეგეძლოთ, ამაზე დამსაქმებელს წინასწარ უნდა მოურიგდეთ. საშუალოდ, კომპანიებში, სადაც ის წინასწარაა დადგენილი, წელიწადში მხოლოდ 10 დღეა. ეს გამოწვეულია ამერიკელების შეხედულებით სამსახურზე. ისინი მიჩვეულები არიან მთელი წელი შეუსვენებლად მუშაობას.

აფთიაქებში იყიდება ჩიფსები, გაზიანი სასმელები და ძეხვიც
ბევრი ამერიკული აფთიაქი ცოტა რამით თუ განსხვავდება ტიპობრივი სუპერმარკეტისაგან. ეს მხოლოდ მაღაზიებია დიდი აფთიაქური განყოფილებით. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ტკბილეულიც, ორცხობილებიც, გაყინული პიცა და სხვა ნებისმიერი საქონელიც.

ხანდახან არასასიამოვნო მდგომარეობაში ვვარდებით, მაგალითად მაშინ, როდესაც სიტუაცია გვაიძულებს თანხის გადახდას, ჩვენ კი საკმარისი ფული არ გვაქვს. უხერხულობის განცდა ძალიან დიდ სტრესს იწვევს ჩვენში, ამიტომ საჭიროა ისეთი სერვისების ცოდნა, რომელიც გაუთვალისწინებელ მომენტებს უმტკივნეულოდ გადაგვატანინებს. ფინანსური გაუთვალისწინებელი დანახარჯების აღმოფხვრა ონლაინ მიკრო სესხებით შეგიძლიათ. მოიმარჯვეთ სმარტფონი, მოითხოვეთ მოკლევადიანი სწრაფი სესხი 500 ლარამდე და მიიღეთ ის რამდენიმე წუთში საბანკო ბარათზე. გარდა ამისა, შესაძლებელია გრძელვადიანი სესხის მოთხოვნაც, თუ მაგალითად 3000 ლარამდე თანხა გჭირდებათ, ასეთი ვარიანტები 3-დან 24 თვემდე გვთავაზობენ თანხის მიღებას. ერთი სიტყვით, ქართული ბაზარი სავსეა თანამედროვე ონლაინ ფინანსური სერვისებით, ამიტომ არჩევანის გაკეთებაც რთულია. ეწვიეთ mome.ge -ს და ჩაატარეთ დროის უმოკლეს პერიოდში ანალიტიკური დაკვირვება. შეადარეთ სესხები ერთმანეთს, განსაზღვრეთ რომელი მათგანი შეიძლება იყო პრიორიტეტული და მხოლოდ ამის შემდეგ აირჩიეთ საუკეთესო. მომე.ჯი - შეადარე და აირჩიე საუკეთესო!

წყარო: sravni.ru