onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები ვისკიზე

საინტერესო ფაქტები ვისკიზე
ვერავინ იტყვის, სად და როდის აწარმოეს პირველად ვისკი. ზოგი მიიჩნევს, რომ ის ირლანდიაში გაჩნდა, სხვები დარწმუნებულნი არიან, რომ ჯვაროსნებმა წამოიღეს არაბებისგან დამზადების რეცეპტი ლაშქრობებისას. მაგრამ თავად დასახელება "ვისკის" აქვს კელტური წარმოშობა და ქართულად ნიშნავს "სიცოცხლის წყალს" (uisge beatha).

დოკუმენტურად დამტკიცებულია, რომ უკვე XV საუკუნეში ვისკის ამზადებდნენ ირლანდიასა და შოტლანდიაში. არის ვერსია, რომ ამ ქვეყნებში ვისკის დამზადება დაიწყეს ქერის გადასამუშავებლად, რომელსაც ვერსად ინახავდნენ.

სხვათა შორის, 1579 წელს შოტლანდიის პარლამენტმა ქერის მცირე მოსავლის გამო მიიღო კანონი, რომელიც ვისკის დალევას უკრძალავდა ყველას, დიდებულების გარდა. 1846 წლამდე ვისკის დასამზადებლად აკრძალული იყო ნებისმიერი მარცვალი გარდა ქერისა. აკრძალვის გაუქმების შემდეგ წარმოებაში გამოიყენება სიმინდი, ხორბალი და ჭვავიც.

1860 წელს მიიღეს კანონი, რომლის მიხედვით, ნამდვილი ვისკი მინიმუმ 3 წლიანი დაძველების უნდა ყოფილიყო, მხოლოდ ამის შემდეგ ასხამდნენ სასმელს ბოთლებში. ბოთლში ვისკი თავის თვისებებს 100 წელი ინახავს. სწორედ ამიტომ ვისკიში ფულის ჩადება კარგ ინვესტიციად მიიჩნევა: ინახება დიდხანს, ფასი კი იზრდება.

თუ ეტიკეტზე წერია "whisky", ეს ნიშნავს, რომ სასმელი წარმოებულია შოტლანდიაში. თუ "whiskey", ესე იგი, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ვისკის ძირითად მწარმოებლებად მიიჩნევა ირლანდია, დიდი ბრიტანეთი (შოტლანდია), კანადა, აშშ და იაპონია. საინტერესო ფაქტი - საფრანგეთი მიიჩნევა კონიაკის წარმოების ერთ-ერთ უდიდეს ცენტრად, მაგრამ აქ ვისკი რამდენჯერმე უფრო პოპულარულია.

ონლაინ სესხები-თ სარგებლობისას მნიშვნელოვანია იმის საგულდაგულოდ გარკვევა, თქვენს მიერ შერჩეული კომპანია საკომისიოს დარიცხვის რომელი მეთოდით სარგებლობს. აღსანიშნავია სამი მოდელი: საკომისიოს დღიური დარიცხვა, ფიქსირებული და შერეული. პირველის დროს სესხის წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში იხდით მხოლოდ იმდენი დღის დარიცხულ საკომისიოს, რამდენი დღითაც ისარგებლეთ სესხით. მეორეს დროს, არ აქვს მნიშვნელობა სესხს დროულად ფარავთ თუ წინსწრებით, თქვენ მაინც იხდით ფიქსირებულ გადასახადს. მაგალითად, ისესხეთ 1000 ლარი და 30 დღეში უნდა დააბრუნოთ 1056, ზუსტად ამდენივეს დაბრუნება მოგიწევდათ თუ აღნიშნულ კრედიტს დაფარავდით დავუშვათ 10 დღეში. გვხვდება ასევე მესამე, შერეული ტიპის მოდელი, რა დროსაც სესხის დაფარვის შემთხვევაში ფიქსირებულად ვიხდით რაიმე ტიპის გადასახადს, მაგალითად ხელშეკრულების საკომისიოს, ან სესხის წინსწრებით დაფარვის გადასახადს, ხოლო საკუთრივ კრედიტის პრცენტი კი დღიური დარიცხვის პრინციპით ირიცხება. მაგალითად, ვისესხეთ 1000 ლარი 30 დღით და გადასახელი გვაქვს 1 თვის შემდეგ 1100 ლარი, საიდანაც 50 ლარი ხელშეკრულების საკომისიოა. თუ ამ სწრაფ სესხს დავფარავთ 15 დღეში, გადასახდელი გვექნება 1075 ლარი, სადაც 50 ლარი კვლავ ფიქსირებული გადასახადია, ხოლო 25 ლარი სესხით სარგებლობის საკომისიო.

წყარო: i-fakt.ru