onlain sesxebi - ყველა

დოქების მეთოდი - ბიუჯეტის მართვის ეფექტური სისტემა

დოქების მეთოდი - ბიუჯეტის მართვის ეფექტური სისტემა

დოქი 1: თანხა ყველაფერი აუცილებლისთვის (55% თქვენი ბიუჯეტიდან)
ამ დოქში მოთავსებული ფული განკუთვნილია ყოველდღიური საჭიროებებისთვისა და ანგარიშსწორებისთვის. აქ შეიძლება მოთავსდეს: ქირა, იპოთეკა, კომუნალური გადასახადები, კვება, ტრანსპორტი, ტანსაცმელი, სამედიცინო მომსახურება, გადასახადები და ა.შ.

დოქი 2: თანხა გართობისთვის (10% თქვენი ბიუჯეტიდან)
ეს ფული შეგიძლიათ თავის გასართობად გამოიყენოთ. შეგიძლიათ შეიძინოთ ძვირიანი ღვინის ბოთლი, გაიკეთოთ მასაჟი ან იყიდოთ კინოთეატრის ბილეთები. ამ ფულს როგორც გინდათ, ისე მოექეცით.

დოქი 3: დანაზოგი (10% თქვენი ბიუჯეტიდან)
ეს თქვენი პირადი "ოქროს მარაგია", ფინანსური დამოუკიდებლობის გასაღები. ამ დო

დოქი 4: თანხა განათლებისთვის (10% თქვენი ბიუჯეტიდან)
ფული ამ დოქიდან უნდა წავიდეს სწავლის გადასახადში, ასევე თვითგანათლებაზე. ჩადეტ ფული საკუთარ განვითარებაში. თქვენ თავად ხართ საკუთარი თავის ღირებული ინვესტიცია, არასდროს დაივიწყოთ.

დოქი 5: სარეზერვო ფონდი (10% თქვენი ბიუჯეტიდან)
ამ დოქში თქვენ აგროვებთ დიდი გასავლებისთვის, მაგალითად ტექნიკაზე, ავტომობილზე, დასვენებაზე და ა.შ. აუცილებელია ყოველ თქვე ავსოთ ეს დოქი, რადგან ის სხვა დოქებიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარანტიაა თქვენი ფინანსური სტაბილურობისა.

დოქი 6: თანხა საჩუქრებისთვისა და ქველმოქმედებისთვის (5% თქვენი ბიუჯეტიდან)
ეს ფული გამოიყენეთ ახლობლებისთვის საჩუქრების გასაკეთებლად, ან გადაურიცხეთ ბავშვთა სახლს, ცხოველების თავშესაფარს, ნებისმიერს, ვისაც დახმარება ესაჭიროება. ნებისმიერ შემთხვევაში კეთილ საქმეს აკეთებთ.

წყარო: lifehacker.ru