30 წლის ასაკში დაშვებული 5 მთავარი ფინანსური შეცდომა
onlain sesxebi - ყველა

30 წლის ასაკში დაშვებული 5 მთავარი ფინანსური შეცდომა

30 წლის ასაკში დაშვებული 5 მთავარი ფინანსური შეცდომა

1. ბავშვისთვის ზედმეტად ბევრ ტანსაცმელს ყიდულობენ
ალბათ, ამ შეცდომას ყველა მშობელი უშვებს. თქვენ ყიდულობთ ტანსაცმელს არა იმიტომ, რომ მათ უნდატ კარგად გამოიყურებოდნენ, არამედ თქვენ გსურთ ასე. რთულია წარმოიდგინო რამდენი ფული იხარჯება წვრილმან კაბებზე, პერანგებზე, ფეხსაცმელებზე, მომენტალურად მტვრევად მანქანებზე. უმჯობესია მთელი ეს ფული მისი მომავალი განატლებისთვის შემოინახოთ.

2. ფინანსების გაურჩევლად უღლდებიან
რა თქმა უნდა, ფული არც ისე რომანტიკული თემაა, მაგრამ 30 წლისათვის ადამიანს უკვე უნდა შეეძლოს სერიოზულ თემებზე მსჯელობა. თქვენ და თქვენს პარტნიორს სრული შეთანხმებულობა უნდა გქონდეთ, როცა საქმე ფულს ეხება. წინააღმდეგ შემთხვევაში ფული თქვენ შორის კონფლიქტების ყველაზე მთავარი წყარო იქნება. ასე რომ, როცა ადამიანთან ერთად მომავალს გეგმავთ, ფული არასდროს გამოგრჩეთ.

3. უამრავი ვალი და კრედიტი აქვთ
იპოთეკა გვერდზე გადავდოთ. მაგრამ ასეთ გამართლებებს ხშირად მოვისმენთ: "მარტო რომ ვცხოვრობდე, ეს კრედიტი უკვე გადახდილი მექნებოდა". "ყველა ვალს გავისტუმრებდი, მაგრამ ბავშვი გვყავს".

ცხოვრებაში ყოველთვის მოხდება რაღაც, როგორც ცუდი, ისე კარგი. მაგრამ თუ ყველაფრის გამო დავიწყებთ ვალების იგნორირებას, ეს გახდება ბარიერი ჩვენი ყველა შესაძლებლობისთვის და ოცნებისთვის. შექმენით მკაცრი ბიუჯეტი, და ეცადეთ მაქსიმალურად სწრაფად ვალები დაფაროთ.

4. არ ანაწილებენ შემოსავლის წყაროებს
ბევრი ჩვენგანი ლოიალური დაქირავებული მუშაკია, დამსაქმებელი გვაფასებს და ზრუნავს ჩვენზე. ჩვენი მშობლები მთელი ცხოვრება მუშაობდნენ ერთ სამსახურში, ახლა კი პენსიას იღებენ, მაგრამ ასეთი ვარიანტი ჩვენთვის აღარ არსებობს. აუცილებლად უნდა ვეძებოთ გზები ჩვენი შემოსავლის გაზრდისთვის. გირჩევთ ეცადოთ ფული საკუთარი ჰობით იშოვოთ, სამუშაოს გარეთ, თუ ეს შესაძლებელია.

5. არ დებენ ფულს საკუთარ ჯანმრთელობაში
თქვენი ორგანიზმი არ უმჯობესდება წლებთან ერთად, არამედ უფრო და უფრო მეტ სისუსტეს გიჩენთ. რეგულარული სპორტული საქმიანობა, კარგი ფიზიკური ფორმა, სწორი კვება, საბოლოო ჯამში უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე წამლები და მკურნალობა, რომელიც უკვე 40 წლის შემდეგ დაგჭირდებათ.

წყარო: lifehacker.ru