საინტერესო ფაქტები შავ ზღვაზე
onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები შავ ზღვაზე

საინტერესო ფაქტები შავ ზღვაზე
პირველი დოკუმენტური ცნობა შავი ზღვის შესახებ ჩნდება ჯერ კიდევ ჩვ.წ.-მდე V საუკუნეში. ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით, სწორედ შავი ზღვით ჩამოვიდნენ არგონავტები კოლხეთში ოქროს საწმისის წასაღებად. თუმცა, თავად ბერძნები შავ ზღვას პონტოს აქსინოსს უწოდებდნენ, რაც პირდაპირი თარგმანით "არასტუმართმოყვარე ზღვას" ნიშნავს. ეს სახელი იმიტომ შეარჩიეს, რომ შავ ზღვაში გემთა სვლას ძალიან აფერხებდა ხშირი შტორმები.

მაგრამ რატომ უწოდეს ზღვას შავი? მრავალი ვერსია არსებობს. მათგან ერთ-ერთის მიხედვით ფსკერზე მდებარე მეტალის საგნები სწრაფად შავდება, რადგან წყალი აქ გოგირდითაა გაჟღენთილი. ამიტომ 200 მეტრი სიღრმის იქით შავ ზღვაში სიცოცხლე პრაქტიკულად არ არსებობს.

შავი ზღვის ფართობი იმატებს. ყოველ ასწლეულში წყლის დონე 20-25 სანტიმეტრით იწევს. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე არსებული ტამანის ნახევარკუნძულის ყველა ქალაქი დღეს წყლის ქვეშაა მოქცეული. შავი ზღვის ფსკერზე ასევე არსებობს უამრავი ჩაძირული გემი. რადგან აქ საზღვაო მოძრაობა ჯერ კიდევ 2000 წლის წინ იყო განვითარებული. ჩაძირული გემების ზუსტ რაოდენობას მსოფლიოში ვერავინ დაასახელებს.

უკვე 20 წელია აღინიშნება შავი ზღვის საერთაშორისო დღე. 1996 წლის 31 ოქტომბერს ექვსმა ქვეყანამ - საქართველომ, უკრაინამ, რუსეთმა, ბულგარეთმა, რუმინეთმა და თურქეთმა - ხელი მოაწერა სტრატეგიულ გეგმას, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივ მოქმედებებს შავი ზღვის რეაბილიტაციისა და დაცვისთვის.

წყარო: lifehacker.ru