როგორ დავანებოთ თავი დალევას
onlain sesxebi - ყველა

როგორ დავანებოთ თავი დალევას

როგორ დავანებოთ თავი დალევას
1. ესაუბრეთ ექიმს
შეგიძლიათ დაიწყოთ თერაპევტით (აუცილებელ შემთხვევაში ის გირჩევთ შემდეგ სპეციალისტს - ნარკოლოგს). მედიკოსი გაარკვევს, რამდენად სერიოზულია თქვენი პრობლემა. ამის გასაგებად დაგჭირდებათ პასუხი სამ კითხვაზე:

1. რეგულარულად გრძნობთ, რომ დალევა გინდებათ?

2. არ შეგიძლიათ აკონტროლოთ, რამდენს სვამთ და 50 გრამი შემდეგ რამდენიმე ჭიქად გადაიქცევა?

3. ბრაზდებით ან ფიზიკურად სუსტდებით, თუ არ იღებთ ალკოჰოლს, როცა ის გინდათ?

2. გააკეთეთ პაუზა
იქნებ, თქვენ ხართ ის ბედნიერი, რომელსაც შეუძლია სპირტის ზეწოლას გაუძლოს და თქვას: "მორჩა, დღეიდან აღარ ვსვამ". შეამოწმეთ.

გირჩევთ 28, 90, ან 365-დღიან პაუზას. თუ ამ დროის განმავლობაში შეძლებთ საერთოდ არ შეეხოთ ალკოჰოლს, ესე იგი სიტუაციას აკონტროლებთ.

ასეთი პაუზა საკმარისია მტკიცე ჩვევის ჩამოსაყალიბებლად. თუ მომავალში მაინც გააგრძელებთ, ხანდახან, ალკოჰლოლის მიღებას, ეს მაინც იქნება ნაბიჯი წინ, თუმცა ნუ დაგავიწყდებათ პაუზების გამეორება. შემდეგ კი შეძლებთ სასმელზე უარის მარტივად თქმას.

3. მზად იყავით აღკვეთის სინდრომისთვის
თუ მოცემულ ვადას ვერ გაუძელით, სპირტისგან თავის შეკავება მაინც მოგიწევთ, თუნდაც ნაკლები ვადით. მედიკოსები კვირაში რამდენიმე დღეს გვირჩევენ.

ასეთი შესვენებების აზრი იმაშია, რომ ორგანიზმს აღდგენის საშუალება ეძლევა.

თუ უკვე საუბარია სერიოზულ შემთხვევებზე, შესვენება შეიძლება ავადმყოფური იყოს. ე.წ. აღკვეთის სინდრომს ხშირად მოაქვს კანკალი კიდურებში, ჰალუცინაციები და თავის ტკივილი.

ასეთ დროს ოპტიმალური ვარიანტია სპეციალურ დაწესებულებაში მკურნალობის გავლა ან მისვლა ექიმთან, რომელიც წამლებსა და პროცედურებს გამოგიწერთ.

4. იყავით მომთმენი და მყარი
დალევისთვის თავის დასანებებლად ან იმაში დასარწმუნებლად მაინც, რომ ალკოჰოლი თქვენი კონტროლის ქვეშაა, დიდი დრო დაგჭირდებათ. მზად იყავით ამისთვის. და ნუ ჩაიქნევთ ხელს, თუ რომელიღაც მომენტში გზას გადაუხვევთ. ასეთი შემთხვევები სწორედ გათავისუფლების პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

წყარო: lifehacker.ru