onlain sesxebi - ყველა

რჩევები სუპერმარკეტში გასვლისთვის, რომლებიც დაგიზოგავთ ფულს, დროსაც და ნერვებსაც

რჩევები სუპერმარკეტში გასვლისთვის, რომლებიც დაგიზოგავთ ფულს, დროსაც და ნერვებსაც

დაგეგმეთ ერთი კვირის მენიუ და ზუსტად გეცოდინებათ, რა და როდის უნდა მოამზადოთ. ასე შეძლებთ ზუსტად იმის ყიდვას, რაც ნამდვილად გჭირდებათ, ზუსტად იმდენის ყიდვას, რამდენიც გჭირდებათ და არც მაცივარს გადაავსებთ და არც ჯიბეს ამოიცარიელებთ.

აკონტროლეთ ფასდაკლებები მუდამ. შეიძლება მცირე ფასდაკლება უაზროდ მოგეჩვენოთ, მაგრამ მრავალ პროდუქტზე ეს საკმაოდ დიდ თანხას დაგიზოგავთ.

წასვლამდე აუცილებლად მიირთვით, რადგან შიმშილი მაღაზიაში გაცდუნებთ და გაყიდინებთ ნებისმიერ შემხვედრ სასუსნავს, ზედმეტ პროდუქტს, რომელიც გაუთვლელი იქნება თქვენი კვირის მენიუში.

აუცილებლად შეამოწმეთ ეტიკეტები, თარიღები, შენახვის პირობები, ვადები, და არ დაივიწყოთ შემადგენლობა. მაგალითად, ყველსა და ხაჭოში არ უნდა ერიოს მცენარეული ცხიმები. ხოლო უცხიმო იოგურტი შეიძლება უფრო კალორიული აღმოჩნდეს, ვიდრე მისი ჩვეულებრივი ვარიანტი, თუ ამას დიეტური მიზეზებით ყიდულობთ.

ნუ იყიდით ზედმეტ საკვებს, კვირაზე გათვლილი სიითაც კი. მაგალითად, შეიძლება წვნიანისთვის ორი სტაფილოს მაგივრად მთელი პაკეტი იყიდოთ. ასე გაფუჭების რისკზე მიდიხართ. სტატისტიკურად ჩვენ 20-25% საკვებს მაინც ვყრით ნაგავში. ასე რომ დარწმუნებული იყავით.

წყარო: lifehacker.ru