ამერიკელი ბიზნესმენის 4 პრინციპი, რომლის გადმოღებაც სასირცხვილო არ არის
onlain sesxebi - ყველა

ამერიკელი ბიზნესმენის 4 პრინციპი, რომლის გადმოღებაც სასირცხვილო არ არის

ამერიკელი ბიზნესმენის 4 პრინციპი, რომლის გადმოღებაც სასირცხვილო არ არის
1. არაპათოსურად ჩაცმა
კომპანიების თანამედროვე ხელმძღვანელები არ ზრუნავენ საქმიანი ადამიანის იმიჯის შექმნაზე. არანაირი ძვირიანი საათები და მკაცრი კოსტიუმები. ისინი ისევე იცვამენ, როგორც ნებისმიერი გამვლელი, ქუჩაში.

2. თანამოსაუბრესთან პატივისცემით მოპყრობა
შეხვედრისას ამერიკელი ბიზნესმენები ყოველთვის პატივს სცემენ მოსაუბრეს და ყოველთვის ითვალისწინებენ მას. ხანდახან ეს უფლებას არ აძლევთ მათ პირდაპირ უთხრან უარი პატნიორს ან თავიანთი აზრი მაშინვე გამოთქვან. ამერიკელები უარს ფარავენ სიტყვებით nice ან sounds good. ის, ვინც მათთან პირველად საუბრობს, შესაძლოა მათი მნიშვნელობა პირდაპირ გაიგოს, მაგრამ სინამდვილეში ეს ნიშნავს: "ბოდიში მეგობარო, მაგრამ აქედან არაფერი გამოვა".

3. რაციონალურად გეგმავენ საკუთარ დღეს
ბიზნესმენებს აშშ-ში აქვთ უნარი შეათავსონ სამსახური და პირადი ცხოვრება, რადგან პირველ რიგში კარგად გეგმავენ და ანაწილებენ საკუთარ დროს. ამერიკელი დგება ადრე, ხშირად მისი სამუშაო დღე ადგომისთანავე იწყება. შეიძლება ეს იყოს საქმიანი საუზმე დილის 8 საათზე. მათთვის ბიზნესი უკეთესი ცხოვრებაა, და იგი მშვენივრად ეწყობა პირად ცხოვრებასაც. ისინი დასვენების დღეებშიც კი ცდილობენ რაიმე უკეთესი გააკეთონ თავიანთი საქმისთვის.

4. ცდილობს არ იყოს დამოკიდებული გარემოებებზე
ამერიკელი ბიზნესმენები ნებისმიერ ფასად დაიყვანენ დამოკიდებულების დონეს 0-მდე. ამის კარგი მაგალითია Tesla. თავისი Model 3-ის გამოსვებისას კომპანია გადააწყდა პრობლემას ამწყობი უზრუნველყოფის მომწოდებლის გამო. მის გადასაწყვეტად Teslა-მ გამოისყიდა რობოტი ამწყობების მწარმოებელი. სტარტაპებისთვის ასეტი გადაწყვეტილების მიღება ოდნავ მძიმეა, თუმცა მაქსიმალურად ცდილობენ მთელ პროცესს თავად აკონტროლებდნენ.

წყარო: lifehacker.ru