უმუშევარმა ირლანდიელმა სახლი კუპიურებით აიშენა
onlain sesxebi - ყველა

უმუშევარმა ირლანდიელმა სახლი კუპიურებით აიშენა

უმუშევარმა ირლანდიელმა სახლი კუპიურებით აიშენა
უმუშევარმა მხატვარმა ირლანდიელმა ფრენკ ბაკლიმ დუბლინში აიშენა სახლი, რომელიც 1 400 000 000 ევრო დაჯდა. დიახ, თითქმის ერთ-ნახევრი მილიარდი! და სად იშოვა უბრალო მხატვარმა ასეთი გრანდიოზული თანხა? ყველაფერი უბრალოდ მოხდა - ფული მას ირლანდიის ცენტრალურმა ბანკმა გამოუყო. ამასთანავე, ფრენკი არ აღმოჩენილა ყელამდე გრძელვადიან კრედიტებში. ფული მას უფასოდ გადასცეს, რადგან ყველაფერი ისედაც სანაგვეზე მიდიოდა.

ასეთი სახლის აშენების იდეა მხატვარს მოუვიდა ნახატზე მუშაობისას, რომელსაც დამუშავებული კუპიურებით ქმნიდა. ისინი უამრავ პატარა ნაწილად იყო დაჭრილი. აქ კი ფრენკი მიხვდა, რომ უტილიზებული ფულის გამოყენება სამშენებლო მასალადაც შეიძლებოდა! მან გადაწყვიტა სახლი აეშენებინა ფულით, რომელსაც ღირებულება აღარ ჰქონდა.

ნებართვისთვის ფრენკი ირლანდიის ცენტრალურ ბანკში მივიდა, სადაც ორიგინალური იდეა ღირსეულად სეაფასეს და მხატვარს მისცეს სპეციალური ნებართვა, რომლითაც ზარაფხანაში ფულის მიღების უფლებას იღებდა. ფულის ამ უზარმაზარი მასით ფრენკმა დაიწყო 5x15 ზომის აგურების დამზადება. და მშენებლობაც დაიწყო!

თითო აგურში დაახლოებით 50 000 ევროს ღირებულების კუპიურა მიდიოდა. ნელ-ნელა კი ეს გადამუშავებული მასა გადაიქცა საძინებლის, სასტუმრო ოთახისა და სააბაზანოსგან შემდგარ მყუდრო სახლად. სახლში იატაკის ჩათვლით ყველაფერი ფულითაა დამზადებული. თავად ფრენკი აცხადებს, რომ სახლი ისეთი თბილია, ზამთარში საბნის გარეშეც კი სძინავს. იგი მიიჩნევს, რომ სახლი ცოტათი ვიწროა და მომავალში სამზარეულოსა და მცირე დარბაზის მიშენებას გეგმავს.

წყარო: i-fakt.ru