პირველად ისტორიაში მარსზე თხევადი წყალი აღმოაჩინეს. და იქ ნამდვილად შეიძლება სიცოცხლე არსებობდეს
onlain sesxebi - ყველა

პირველად ისტორიაში მარსზე თხევადი წყალი აღმოაჩინეს. და იქ ნამდვილად შეიძლება სიცოცხლე არსებობდეს

პირველად ისტორიაში მარსზე თხევადი წყალი აღმოაჩინეს. და იქ ნამდვილად შეიძლება სიცოცხლე არსებობდეს
იტალიელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს რადიოლოკაციური მონაცემები რადარიდან MARSIS, განთავსებული ზონდზე Mars Express, და დიდი რამ აღმოაჩინეს, რაც წითელი პლანეტის კვლევის პროცესში გადადგმული ფანტასტიკურად დიდი ნ აბიჯია. მარსის სამხრეთი პოლუსის ყინულოვანი ფენების ქვეშ ტბა აღმოაჩინეს! და რაც ყველაზე საინტერესოა, მასში წყალია.

წყალი - სიცოცხლის უმნიშვნელოვანესი წყარო, სწორედ ამიტომ აღელვებთ მკვლევარებს მთელი მსოფლიოდან მისი არსებობა სხვა პლანეტებზე. მარსზე უკვე აღმოჩენილია ყოფილი ტბები და მტკიცებულებები, რომ ოდესღაც აქ ყველაფერი ყვაოდა, მაგრამ იტალიელთა ახალი აღმოჩენა ნამდვილი გარღვევაა. აღმოაჩინეს მიწისქვეშა ტბა ნამდვილი წყლით, რომლის სიგანე 20 მეტრს, სიღრმე კი 1 მეტრს შეადგენს.

მარსის ატმოსფეროსთავისებურებების გამო მის ზედაპირზე თხევად წყალს არსებობა არ შეუძლია, მაგრამ წყალქვეშა წყაროები გამონაკლისია. ტბის აღმოჩენის ადგილზე პირობები, როგორც მთელ წითელ პლანეტაზე, ექსტრემალურია: დაბალი ტემპერატურა დაახლოებით -65 °С-ს შეადგენს, წყალი კი არ იყინიდება მარილების, კალციუმისა და მაგნიუმის დიდი შემცველობის გამო. როგორც ერთ-ერთი მეცნიერი ამბობს, მიუხედავად ამისა, შეიძლება ამ წყალში სიცოცხლის ფორმებიც აღმოჩნდეს, დედამიწის მსგავსი.

შეიძლება, ახლომახლო ტბების მთელი სისტემა იმალება, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი ეს გამოცანად რჩება, გარდა ამისა, იტალიელთა აღმოჩენა სხვა მკვლევარებმაც უნდა დაადასტურონ. როგორც იქნა, მეცნიერებს ჯერ არ აღმოუჩენიათ სიცოცხლე მარსზე, თუმცა ახლა ის მაინც იციან, თუ სად უნდა ეძებონ.

წყარო: adme.ru