ვინ აღმოაჩინა ვაკუუმი?
onlain sesxebi - ყველა

ვინ აღმოაჩინა ვაკუუმი?

ვინ აღმოაჩინა ვაკუუმი?ვაკუუმის აღმოჩენის პატივი ერგო იტალიელ მათემატიკოსსა და ფიზიკოსს ევანჯელისტა ტორიჩელის (1608-1647), გალილეო გალილეის მოსწავლეს. 1643 წელს ტორიჩელის მითითებით ცნობილი ცდა ჩაატარა იტალიელმა ფიზიკოსმა ვივიანიმ. მან ვერცხლისწყლით შეავსო შუშის გრძელი მილი, დახურული ერთ მხარეს და ღია მხრით ვერცხისწყლით სავსე ჯამში ჩაუშვა. აღმოჩნდა, რომ მილის საკმარისი სიგრძის შემთხვევაში მასში ვერცხლისწყლის დოენ იკლებს, მის ზედაპირზე კი სიცარიელე წარმოიქმნება. ტორიჩელიმ ეს მოვლენა ახსნა იმით, რომ ატმოსფერული წნევა, მოქმედი ვერცხლისწყლის ზედაპირზე ჯამში, ბათილდება მილის წონით. თუ მილის სიგრძე 760 მილიმეტრზე მეტია, ვერცხლისწყლის ზედაპირზე სიცარიელე ჩნდება. იმის დასამტკიცებლად, რომ ეს ადგილ ცარიელი რჩება, ტურიჩელი მასში უშვებდა წყალს, რომელიც "საშინელი ზეწოლით" შეედინებოდა და ავსებდა.
წყარო: i-fakt.ru