რატომ ვერასდროს შეძლებთ საკუთარი თავის შეცვლას
onlain sesxebi - ყველა

რატომ ვერასდროს შეძლებთ საკუთარი თავის შეცვლას

რატომ ვერასდროს შეძლებთ საკუთარი თავის შეცვლას
თავად გარდაქმნის გაგებაა უაზრო
ჩვენ არ ვიცით, რა არის გარდაქმნა, რა არის შეცვლა, როგორც არ ვიცით, თუ რანი ვართ თავად. თუ ხვალ გაიღვიძებთ და ყველაფერს პირიქიტ გააკეთებთ, შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ შეიცვალეთ? თუ ხართ ისევ ის ადამიანი, რომელმაც რაღაც ახალი მოინდომა? და მთავარი, საერთოდ ვის ანაღვლებს ეს? არავის. თავადაც არ უნდა გაღელვებდეთ ეს ასე ძალიან.

პრობლემა იმაშია, რომ ჩვენს პიროვნებას გარდაქმნის პროცესში თავად ვითრევთ. და ამასთანავე ძლიერად ვეჭიდებით წარმოდგენას წაკუთარ "სწორ" ადამიანობაზე. შედეგად ვიწვევთ ისტერიკებს, ვილანძღებით, ვადანაშაულებთ სხვებს და ვწყვეტთ, რომ ამ ცხოვრებაში უბრალოდ არაფერი ვართ და მომავალი არ გაგვაჩნია.

ერთი საქმეა თქვა: "მე მინდა სპორტდარბაზში ვიარო". და სულ სხვაა: "დროა შევიცვალო და ბოლოსდაბოლოს გავხდე სპორტდარბაზში მოსიარულე ადამიანი". პირველი ვარიანტი უბრალოა. თქვენ გინდათ სპორტდარბაზში სიარული, ამიტომ დადიხართ (ან არ გინდათ და არ დადიხართ). მეორე კი აჩვენებს, რომ ამისათვის თქვენ მთლიანად უნდა გარდაიქმნათ.

უიღბლობის სემთხვევაში კი საკუთარ თავს გამოუსწორებელი სიზარმაცისთვის გამოლანძღავთ. თქვენ იფიქრებთ: "იქნებ, მე მხოლოდ ვატყუებ ჩემს თავს. იქნებ, არ ვარ მათ შორის, ვისაც სპორტით დაკავება შეუძლია. ამდენ წვალებად არ ღირს".

თქვენ შეგძულდებათ თქვენი თავი, მოტივაცია კი აღარაფრისთვის გეყოფათ. მაგრამ დაიმახსოვრეთ: არ არსებობს რომელიმე განსაკუთრებული ადამიანი, რომელიც სპორტით დაკავებისთვისაა დაბადებული. არსებობენ მხოლოდ ისინი, ვინც სპორტდარბაზში დადის. არ არსებობს პროდუქტიული ადამიანი - არსებობენ ადამიანები, რომლებიც ძალიან ხშირად მუშაობენ პროდუქტიულად.

თუ მიაღწევთ წარმატებას, სიხარულის დროებით მოზღვავებას იგრძნობთ. მოგეჩვენებათ, ვითომ შეიცვალეთ. ეს ქარის სისწრაფით მოსული გრძნობაც ისევ ქარს გაჰყვება, თქვენ კი მოგიწევთ სხვა შესაცვლელი გზების პოვნა, რათა თავიდან განიცადოთ მოკლე ეიფორია.

ზედმეტად ეჭიდებით საკუთარ პიროვნებას
როცა მივიჩნევთ, რომ ჩვენი ქცევები განსაზღვრავს ჩვენი ადამიანობის ფასს, ემოციები მძაფრდება და სისულელეების კეთებას ვიწყებთ. ამიტომ ნუ განსაზღვრავთ თქვენს პიროვნებას ზედმეტად ზუსტად. წარმოიდგინეთ ცხოვრება, როგორც ქცევებისა და გადაწყვეტილებების გრძელი რიგი. დიდი ალბათობით, მათგან უმეტესობა არც ის ეოპტიმალურია. მაშინ შეცვლა ნიშნავს ცოტათი უფრო სწორად მოქცევასა და მეტად კარგი გადაწყვეტილებების მიღებას.

მაგალითად, თქვენ გძულთ დილით ადრე ადგომა. მაგრამ გვიან ადგომის ჩვევა ცხოვრებას გიფუჭებთ. დიდხანს ჩერდებით სამსახურში, წვებით გვიან, დილით კი თავს მოშლილად და დაღლილად გრძნობთ. ასე გრძელდება მუდამ და მუდამ. კვირის ბოლოს ძალებისგან დაცლილი, განსატვირთად, მეგობრებთან ერთად დალევას გადაწყვეტთ. შედეგად შემდეგი კვირა წინაზე კიდევ უფრო საშინლად იწყება.

ასე შეიძლება იცხოვრო რამდენიმე ხანი, მაგრამ თანდათან თქვენი პროდუქტიულობა და ჯანმრთელობა მთლიანად მოიშლება. ეს იმიტომ ხდება, რომ მუდამ უმეორებთ თქვენს თავს: "ადრე ადგომა არ მიყვარს, არ მიხდება, ეს დილის რიტუალები ჩემთვის არ არის". რა თქმა უნდა, ასე არც არაფერი გამოვა. ოდესმე საკუთარ თავს უნდა გადააბიჯოთ.

ნუ ფიქრობთ საკუთარ პიროვნებაზე, როცა გადაწყვეტილებას იღებთ. უბრალოდ დაფიქრდით, სასარგებლოა თუ არა იგი. თუ კი, მაშინ გააკეთეთ ეს. დღეს არ გამოგივიდათ ან დაგავიწყდათ - ხვალ გააკეთეთ.

უნდა შეცვალოთ ქცევები, და არა საკუთარი თავი
არ შეგვიძლია ჩევებისგან გათავისუფლება, რადგან ემოციურად ვარ დაკავშირებულნი მათთან. მწეველი არამხოლოდ სიგარეტს ეწევა, მთელი მისი პიროვნება მოწევაზეა აგებული. ეს ჩვევა ცვლის მის სოციალურ ცხოვრებას, გავლენა აქვს მის კვებაზე, ძილზე, მის წარმოდგენაზე სხვებისა და საკუთარი თავის შესახებ.

თუ ასეთ ადამიანს სიგარეტის გადაგდება მოუნდება, მოუწევს რამდენიმე წელიწადში განვითარებული მთელი თავისი პიროვნების, ურთიერთობებისა და ჩვევების გადაწყობა. გასაკვირი არაა, რომ არ გამოუვა.

თუ გსურთ ჩვევისგან სამუდამოდ გათავისუფლდეთ, აღიარეთ, რომ თქვენი გონებრივი სტრუქტურის მიერ შექმნილი "მე" არ არსებობს. თქვენი პიროვნება არ უნდა იყოს დაკავშირებული ამ საზიზღარ ჩვევასთან. არ არსებობს მწეველი - არსებობს ადამიანი, რომელიც სიგარეტს ეწევა. არ არსებობს არაპროდუქტიული ადამიანი - არსებობს მხოლოდ ის, ვინც ჯერ უსარგებლო რამეებს აკეთებს.

შესაცვლელად უნდა შეცვალოთ საკუთარი მოქმედებები. ნაბიჯ-ნაბიჯ, ერთმანეთის მიყოლებით. დაივიწყეთ იარლიყების, სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ. ნუ ატეხავთ ხმაურს სხვისი აზრების გამო, რადგან ბევრია, ვინც თქვენზე ფიქრობს. თქვენც არ უნდა იფიქროთ იმაზე, რომ ემოციურად ხართ პიროვნებასთან დაკავშირებული. თუ გსურთ რაც შეიძლება სწრაფად შეიცვალოთ, უნდა გააცნობიეროთ, რომ სინამდვილეში არ არსებოს თქვენი შესაცვლელი პიროვნება, არსებობს მხოლოდ ქცევები.

წყარო: lifehacker.ru