როგორ ვაწარმოოთ მოლაპარაკებები პირველ ხელფასზე
onlain sesxebi - ყველა

როგორ ვაწარმოოთ მოლაპარაკებები პირველ ხელფასზე

როგორ ვაწარმოოთ მოლაპარაკებები პირველ ხელფასზე1. გამოიკვლიეთ სახელფასო ბაზარი
თავდაპირველად უნდა გაარკვიოთ, ჩვეულებრივ რამდენს უხდიან ამ დონის პოზიციებზე. გადახედეთ ვაკანსიებს. გაესაუბრეთ ახლობლებს, რომლებიც თქვენზე ადრე მოეწყვნენ სამსახურში. ეს დაგეხმარებათ სავარაუდო ხელფასის ფორმირებაში. თუმცა თუ კარგი სპეციალისტი ხართ, საკუთარი ფასიც უნდა იცოდეთ.

2. გაითვალისწინეთ ზრდის პერსპექტივები
კარიერის დასაწყისში ხელფასზე მნიშვნელოვანი შეიძლება გამოცდილება და ცოდნა აღმოჩნდეს. პირველ სამსახურში შეაბიჯებთ პროფესიონალურ საზოგადოებაში და შეიმატებთ სასარგებლო კონტაქტებს. მომავალში შეიძლება დამსაქმებლებმა თავად გიპოვონ რეკომენდაციებით და თქვენც უკეთეს შემოთავაზებებს მიიღებთ.

3. მოითხოვეთ მეტი
თუ კომპანია და პოზიციაც თქვენთვის ხელსაყრელია, ხელფასი კი არა, სცადეთ მეტის მოთხოვნა. დასვით შეკითხვა, რატომ აპირებენ ნაკლების გადახდას, ვიდრე სხვა კომპანიები, იქნებ მეტი ბონუსი და ნაკლები ვალდებულება გაქვთ. აგრძნობინეთ თქვენი ფასი.

წყარო: sravni.ru