6 ნიშანი იმისა, რომ საკმარისს არ გიხდიან
onlain sesxebi - ყველა

6 ნიშანი იმისა, რომ საკმარისს არ გიხდიან

6 ნიშანი იმისა, რომ საკმარისს არ გიხდიან1. თქვენს კომპანიაში იმავე თანამდებობაზე უფრო მაღალ ხელფასს სთავაზობენ
გამოიკვლიეთ ვაკანსიები თქვენი კომაპნიის საიტზე ან სხვა რესურსებში, სადაც წარმოდგენილია შეთავაზებები სამუშაოზე. თუ შეამჩნევთ, რომ ანალოგიური სამსახურისთვის სხვას მეტს უხდიან, უფლება გაქვთ გაზრდა მოითხოვოთ.

2. კომპანიის შემოსავლები სამჯერ გაიზარდა, თქვენი ხელფასი კი ოდნავადაც არ შეცვლილა
კომპანიების უმრავლესობის ფინანსური ანგარიშები და აღწერა შეიძლება ინტერნეტში მოიძიოთ. შეისწავლეთ ის და მაშინვე მიხვდებით, შემოსავალი იზრდება თუ იკლებს.თუ ზრდა საგრძნობელია, ხელფასის მომატების შესაძლებლობა უფრო მაღალია.

3. თქვენ იღებთ ნაკლებს, ვიდრე კოლეგები გამცოდილებისა და განათლების იმავე დონით
ბევრ კომპანიაში აკრძალულია საკუთარი ხელფასის შესახებ საუბარი კოლეგებთან ან სხვა ადამიანებთან, მაგრამ სურვილისამებრ შეგიძლიათ გაარკვიოთ, რამდენს იღებენ იმავე თანამდებობაზე სხვა კომპანიებში. თუ მათ თქვენნაირი განათლება და გამოცდილება აქვთ და მეტს იღებენ, ეს უკვე ნიშანია, რომ დაჩაგრული ხართ.

4. პასუხისმგებლობა გაიზარდა, ხელფასი კი - არა
თუ ხელმძღვანელი სულ უფრო მეტ დავალებას გაძლევთ და მეტ პასუხისმგებლობას გკიდებთ ზურგზე დამატებითი კომპენსაციის გარეშე, ის ეკონომიას აკეთებს, თქვენ კი დამსახურებულ ფულს ვერ იღებთ. კიდევ ერთი ვარიანტი: თქვენ დაგნიშნეს უფრო მაღალ თანამდებობაზე და ხელფასი არ მოგიმატეს.

5. თქვენ ფიქრობთ: "უნდა მიხაროდეს, საერთოდ რომ ვმუშაობ"
პოზიტიურად აზროვნება მნიშვნელოვანია, მაგრამ ის არ უნდა მუშაობდეს თქვენ წინააღმდეგ. ხელმძღვანელობა იშვიათად თუ იზრუნებს თქვენს გაბედნიერებაზე, თუ ისედაც აბსოლუტურად ლოიალური ხართ.

6. თქვენი სპეციალობა დიდად მოთხოვნადია
თუ ხართ პროგრამისტი ან წარმომადგენელი რომელიმე სხვა პროფესიისა, რომელიც ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს, შეგიძლიათ გადახედოთ თქვენს კომპენსაციას.

მეორე მხრივ, თუ თქვენი პროფესია გავრცელებულია და ასეთი სპეციალისტების სიზედმეტეს განიცდის ბაზარი, ნუ გაგიკვირდებათ, თუ ხელფასი დიდი ხანია არავის მოუმატებია.

წყარო: sravni.ru