onlain sesxebi - ყველა

რა ტიპის სესხები შეგვიძლია მივიღოთ ონლაინ?

რა ტიპის სესხები შეგვიძლია მივიღოთ ონლაინ?

დღეს პრაქტიკულად არ არსებობს ბიზნეს საქმიანობა, რომელიც ონლაინ სამყაროსთან მჭიდრო კავშირის გარეშე შეძლებდა განვითარებას. შოპინგი, გართობა, ფულის გამომუშავება და სხვა მრავალი რამ დღეს ხომ მხოლოდ ინტერნეტთან კავშირით არის შესაძლებელი, თანაც სახლიდან გაუსვლელად. ინტერნეტ სამყაროს განვითარებამ მომხმარებელს შესთავაზა სერვისების სისტემატურად პროგრესირებადი სისწრაფე და სიმარტივე. პრაქტიკულად, ის ონლაინ სერვისი, რომელიც არ არის საკმარისად სწრაფი და კომფორტული ვერ მიაღწევს წარმატებას მკაცრი კონკურენციის პირობებში.
რადგან ინტერნეტ სერვისები გამოირჩევიან სისწრაფით, შევძლებთ თუ არა საჭირო თანხის სესხებას ონლაინ, თანაც რაც შეიძლება სწრაფად? რა თქმა უნდა, კი! დღეს შესაძლებელია ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად, სულ რამდენიმე წუთში, მხოლოდ მარტივი განაცხადის საფუძველზე სწრაფი ონლაინ სესხის მიღება. რამდენი სახის არსებობს სწრაფი ინტერნეტ კრედიტი და კიდევ რა ტიპის საკრედიტო განაცხადის შევსება შეგვიძლია ონლაინ იხილეთ ქვემოთ.

მოკლევადიანი ონლაინ სესხი
ყველაზე სწაფად შესაძლებელია სწორედ ამ ტიპის სესხის მიღება. პირველი სესხის ლიმიტი, როგორც წესი 500 ლარია, სესხის ვადა კი ხშირად ფიქსირებულია 30 დღით. განმეორებითი კრედიტების დროს ლიმიტი შესაძლოა 1000 – 1200 ლარამდე გაიზარდოს.

გრძელვადიანი ინტერნეტ სესხები
გვხვდება შემთხვევები, როდესაც ამ ტიპის კრედიტებიც ისეთივე სისწრაფით გამოირჩევიან, როგორც მოკლევადიანი. ხანგრძლივი ონლაინ სესხის შემთხვევაში, ხშირად ლიმიტი პირველივე კრედიტის დროს მაქსიმალურია. საშუალოდ შესალებელია 500-დან 3000 ლარამდე თანხის სესხება, 3-დან 24 თვემდე ვადით. გვხვდება შემთხვევები, როდესაც ლიმიტი 5000 ლარიც არის, სარგებლობის პერიოდი კი 36 ან 48 თვე. იშვიათ შემთხვევებში, ამ ტიპის კრედიტით სარგებლობისას, შესაძლოა დაგვჭირდეს თავდები პირის წარდგენა.

უპროცენტო კრედიტი
სახელმწიფო რეგულაციებამდე მრავლად იყო ასეთი ვარიანტები, თუმცა მხოლოდ მოკლევადიანი ონლაინ სესხებით სარგებლობისას. დღეს ასეთი კომპანია, ჩვენი ინფორმაციით, მხოლოდ ერთია. ყოველ შემთხვევაში, ჯერ კიდევ არის შესაძლებელი მივიღოთ პირველი მოკლევადიანი კრედიტი უფასოდ, ანუ გადახდის დღეს ვაბრუნებთ ზუსტად იმდენს, რამდენიც ვისესხეთ.

საბანკო სამომხმარებლო სესხი
ბევრ წამყვან ბანკს საქართველოში აქვს სერვისი, რომლის მეშვეობითაც სესხზე განაცხადის შევსება შესაძლებელია პირდაპირ მათი ვებ გვერდიდან. ლიმიტები, რა თქმა უნდა, ონლაინ კრედიტებთან შედარებით დიდია.

ავტო სესხები
ონლაინ შეგვიძლია შევავსოთ განაცხადი ავტო კრედიტზეც. არ აქვს მნიშვნელობა, გვჭირდება თანხა ავტომობილის მეშვეობით, თუ ავტომობილის შესაძენად, შეგვიძლია შევავსოთ ორივე ტიპის განაცხადი. გვხვდება შემთხვევები, როდესაც შეგვიძლია მოვითხოვოთ 100 000 ლარამდე თანხა და გადავიხადოთ ეს ვალდებულაბა 6 წლამდე ვადაში. უმეტეს შემთხვევაში, ჩვენ ვაგრძელებთ ავტომობილის მართვას. სესხების პროცესი შემდეგნაირად გამოიყურება - ვავსებთ განაცხადს, გვიკავშირდება ოპერატორი, მიგვყავს ავტომობილი სერვის ცენტრში, ვიღებთ თანხას. ხშირად ამ პროცესს 1 დღე სჭირდება.

იპოთეკური სესხი
განაცხადის შევსება სესხზე, რომელიც იქნება უზრუნველყოფილი უძრავი ქონებით შესაძლებლია, ასევე, ონლაინ. თუმცა, ასეთი ვარიანტები მრავალრიცხოვნობით არ გამოირჩევიან.

ონლაინ კრედიტებით სარგებლობისას აუცილებელია მათი საგულდაგულოდ შერჩევა. არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელთა მიხედვითაც თქვენთვის შესაძლოა არ იყოს უპრიანი, რომელიმე კონკრეტული კომპანიის სერვისის გამოყენება. ეს ფაქტორები შესაძლოა იყოს საკომისიოს დღიურად დარიცხვის მოდელის არარსებობა, შაბათ-კვირას რასამუშაო დრო, თანხის მიღების მეთოდი - მხოლოდ ხელზე და ა.შ. იმისათვის, რომ მაქსიმალურად დარწმუნებული იყოთ შერჩეული სწრაფი კრედიტის სისწორეში, გირჩევთ, გამოიყენოთ სწრაფი კრედიტების კატალოგი მომე. აქ ნახავთ სწრაფ მოკლევადიან და ხანგრძლივ სესხებს, ასევე ავტო და იპოთეკურ კრედიტებს. შეძლებთ მათ შედარებას მნიშვნელოვანი მახასიათებლების მიხედვით. კითხვების შემთხვევაში კი შეძლებთ ჩვენს კონსულტანტებთან დაკავშირებას ონლაინ დახმარების ფორმის მეშვეობით. მომე.ჯი-სთან ერთად თქვენ ყოველთვის შეარჩევთ საუკეთესო ვარიანტს ფულის სწრაფად და კომფორტულად სასესხებლად.