onlain sesxebi - ყველა

ნამდვილი ლიდერის 4 თვისება

ნამდვილი ლიდერის 4 თვისება
1. დელეგირება
ხელმძღვანელი არ უნდა იყოს მაინცდამაინც კომპანიის საუკეთესო მუშაკი და აბსოლუტურად ყველაფერს არ უნდა აკეთებდეს. მისი მთავარი ამოცანაა სტრატეგიის რეალიზება და სუფთა მოგების მოტანა.

ხანდახან კი პირიქით ხდება. სტრატეგიით დაკავების მაგივრად ხელმძღვანელი რუტინაში ერთვება. რიცხავს ხელფასებს, დადის საგადასახადოში, ავსებს ანგარიშებს, რიცხავს ფულს, ხატავს საიტს, უშვებს რეკლამას... და აი დღეც გავიდა, სტრატეგია კი არ არსებობს.

2. შედეგის დაგეგმვა
ყველა მეწარმე ფიქრობს, რა დაგეგმოს. წლის დასაწყისში ეუბნებიან საკუთარ თავს: "მინდა წითელი "აუდი A7", - აი თქვენ გეგმა. მაგრამ "მინდა" და "ვგეგმავ" - ეს ორი განსხვავებული რამაა.

"მინდა" უბრალო უსაფუძვლო სურვილია. და როგორ შეძლებთ "აუდის" ყიდვას, ვერ ხვდებით. გეგმა - როცა თქვენ დეტალურად იცით, როგორ მიხვიდეთ შედეგამდე. მაგალითად, სუფთა მოგების დასაგეგმად საჭიროა იცოდეთ, როგორ მოქმედებს მასზე შემოსავალი და გასავალი.

3. თანამშრომელთა მოტივირება
წარმოიდგინეთ ორი კომპანია. პირველში თანამშრომლები მოდიან 09:00 საათზე, ასრულებენ დავალებებს და ზუსტად 18:00 საათზე მიდიან. მეორეში - ამოცანებს შემოქმედებითად უდგებიან, გვთავაზობენ არასტანდარტულ გადაწყვეტებს და საკუთარ საქმეს ანთებული თვალებით აკეთებენ. განსხვავება მოტივაციაშია.

მოტივირებული თანამშრომლისთვის საინტერესოა თავისი სამუშაო. ის აკეთებს ამას არა მხოლოდ ფულის, არამედ მისდამი სიყვარულის გამო, მას მოსწონს ამის კეთება. ამის მისაღწევად ყოველმა თანამშრომელმა უნდა მიიღოს დავალებები, რომლებიც ძლიერ მხარეებს გამოავლენინებს და თვითრეალიზაციაში დაეხმარება. შედეგად ყველა მოგებაშია.

4. შესაძლებლობების გაფილტრვა
ბიზნეს ტრენინგები მთელ თავის სიკეთეებთან ერთად მწარმოებლებს ბოროტად ეხუმრება. ქარიზმატული სპიკერი გვიყვება გაყიდვებზე, მწარმოებელიც შთაგონდება თემით და გარბის გაყიდვების გასავითარებლად. ერთი კვირის შემდეგ სხვა ტრენინგზე მიდის, შემდეგ სხვაგან, კიდევ სხვაგან. საბოლოო ჯამში ის აკეთებს ყველაფერს ცოტ-ცოტას - ანუ არაფერს.

თუ განვითარება ნამდვილად გსურთ, უნდა გაფილტროთ ყოველი შესაძლებლობა და აირჩიოთ ყველაზე, ყველაზე საჭირო და ყველა რესურსი მასზე მიმართოთ, როცა განვითარდებით და რესურსი მეტი გექნებათ, შეგიძლიათ ერთდროულად ორი და სამი მიმართულებითაც განავითაროთ წარმოება.

წყარო: lifehacker.ru