საინტერესო ფაქტები ეკვატორზე
onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები ეკვატორზე

საინტერესო ფაქტები ეკვატორზე ეკვატორის სიგრძე შეადგენს 40 075 696 მეტრს. ასეთი მანძილის გავლას ფეხით, 5 კმ/სთ სიჩქარით, შეუჩერებლად, 8000 საათზე მეტი, თითქმის მთელი წელი დასჭირდება.

საინტერესო დაკვირვება: ეკვატორის ჩრდილოეთით წყალი ჩაღვრისას საათის ისრის მიმართულებით ტრიალებს, მის სამხრეთით კი ეს პირიქით ხდება. თუ წყალს ზუსტად ეკვატორზე მოვახვედრებთ, ის საერთოდ არ დატრიალდება და უბრალოდ ჩაიღვრება. ძველად სწორედ ასე აფიქსირებდნენ ეკვატორის გადაკვეთას.

ლათინურად ეს სიტყვა ნიშნავს "გათანაბრებას". ნამდვილად, ეკვატორი ჩვენს პლანეტას ორ, თითქმის თანაბარ, ნაწილად ყოფს. რატომ "თითქმის"?, რადგან ვიცით, რომ დედამიწას იდეალური ბურთის ფორმა არ აქვს და მისი ოფიციალური დასახელება გეოიდია.

პირველად, საკმარისად ზუსტად, ეკვატორის სიგრძე გამოთვალა ძველბერძენმა მათემატიკოსმა და ასტრონომმა ერასტოთენე კირენელმა. მისი მონაცემების მიხედვით, დედამიწის მერიდიანის სიგრძე შეადგენს 40 000 კილომეტრს. როგორც ვხედავთ, მაჩვენებელი არც ისე დიდად განსხვავდება დღევანდელი ზუსტი ზომისგან.

სიტყვა "ეკვატორი" ზოგიერთი სახელმწიფოს დასახელებაშიც გვხვდება. მაგალითად - ეკვადორი და ეკვატორული გვინეა. საინტერესოა, რომ ეკვადორს ეკვატორი მართლაც კვეთს, ეკვატორულ გვინეას კი არა, მისი ერთი ნაწილი მის ჩრდილოეთით მდებარეობს, მეორე კი სამხრეთით. თუმცა უახლოესი წერტილი ეკვატორამდე 150 კმ-ითაა დაშორებული, რაც არც ისე დიდი მანძილია.

მდინარე კონგო, ცენტრალურ აფრიკაში მიმდინარე, ეკვატორს ორჯერ კვეთს. ის ყველაზე წყალუხვი მდინარეა აფრიკაში, სიგრძე 4000 კმ-ს აღემატება, სიღრმე კი ზოგიერთ მონაკვეთში 200 მეტრიც კი შეიძლება იყოს.

ბრაზილიური ქალაქი მაკაპა ერთდროულად სამხრეთითაც მდებარეობს და ჩრდილოეთითაც, რადგან მასზე ეკვატორი გადის. აქ ეკვატორს ძეგლიც კი უდგას - მარკო ზერო. ეს მაღალი სტელაა, რომლიდანაც შეგიძლიათ დააკვირდეთ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და დატკბეთ.

ეკვატორზე ყოველთვის ზაფხულია, დღისა და ღამის ტემპერატურაც დიდად არ განსხვავდება, რადგან მზის სხივები ყველაზე მეტად აქ ათბობს მიწას.

მაგრამ ეკვატორზეც არსებობს მყინვარი. ეს არის ვულკან კაიამბეს მწვერვალი ეკვადორში. მასზე დევს ყინული, რომელსაც ეკვატორული მზეც ვერაფერს აკლებს. ამ ვულკანის მწვერვალი 5790 მეტრზე მდებარეობს.

წყარო: i-fakt.ru