onlain sesxebi - ყველა

თქვით უარი ამ ფრაზებზე, თუ გინდათ ბედნიერი შვილები გაზარდოთ

თქვით უარი ამ ფრაზებზე, თუ გინდათ ბედნიერი შვილები გაზარდოთ "შენ ჩემი ძროხა ხარ!"
ძროხის მაგივრად არსებობს სხვა უამრავი საყვარელი სიტყვა, რომლითაც სიყვარულს გამოხატავთ პატარას მიმართ. მაგრამ მუდამ მისი ფიზიოლოგიური მონაცემების აღნიშნვა ხელოვნურად ქმნის "საფოკუსო წერტილს", რომელსაც ბავშვი მომავალში ვერ მოიშორებს. იგივე ეხება გამხდარი შვილის მშობლებს. მუდამ მათ ფიზიკურ მონაცემებზე ნუ გაამახვილებთ ყურადღებას, ტვინი ყველაფერს ინახავს და ბსკერზე ილექავს.

"იქნები ოროსანი - ტუალეტებს გარეცხავ"
როცა განათლების აუცილებლობას ბავშვს ასეთი გამოთქმით ვუხსნით, მის პრიორიტეტად არა თვითგანვითარებას, არამედ მხოლოდ კარგი ნიშნების მიღებას ვაქცევთ. - იგრძენით განსხვავება.

სკოლის შემდეგ ფორმირებული სტერეოტიპი ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვება და ზედმეტად დამოკიდებულს გახდის სხვის შემფასებლურ მოსაზრებაზე. შედეგად შეიძლება მივიღოთ ზრდასრული ადამიანი, რომელსაც არ ექნება საკუთარ ცხოვრებასთან დაკავშირებული აზრი, გემოვნება და ინტერესები.

"რატომ დაარტყი?"
ან პირიქით: "რატომ დაგარტყა?" რა თქმა უნდა, ბავშვების კონფლიქტში გარკვევა უმნიშვნელოვანესია, მაგრამ არა ასეთი გზით. ეს ნიშნავს: "შენ მითხარი რატომ დაარტყი / დაგარტყა და გეტყვი ვინ დაიმსახურა. ასეთი მიდგომა ბავშვში ან აგრესორს ან მსხვერპლს ზრდის. თუმცა არც ერთი გამორიცხავს მეორეს, მომავალში აგრესორის როლში შეიძლება მსხვერპლი მოგვევლინოს, ან აგრესორი გახდეს მსხვერპლი. ორივე როლი ტოქსიკურია თავად ადამიანისთვისაც და მის გარშემომყოფებისთვისაც.

"სამაგიეროდ შენ ჭკვიანი ხარ"
ნებისმიერი ქება, რომელიც იწყება სიტყვით "სამაგიეროდ", საკმაოდ სახიფათო რამეა. ამით უსვამთ ბავშვის ერთ-ერთ ძლიერ მხარეს ხაზს, ამავდროულად კი ამბობთ, გჯერათ, აღიარებთ, რომ სხვა არ აქვს ან არასდროს ექნება. მომავალში ასეთი ბავშვების გამოცნობა ძალიან ადვილია, რადგან ბოლომდე ცდილობენ მხოლოდ ეს ძლიერი მხარე გამოავლინონ, სხვა კი არაფერი აინტერესებთ.

წყარო: adme.ru