რატომ ვერ პოულობთ კარგ პარტნიორს?
onlain sesxebi - ყველა

რატომ ვერ პოულობთ კარგ პარტნიორს?

რატომ ვერ პოულობთ კარგ პარტნიორს?

1. ზედმეტად საყვარელი ხართ
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს პირიქით უნდა იყოს, მაგრამ უარესია, როცა მუდამ ყველაფერში თქვენ იდანაშაულებთ თავს და საკუთარ თავზე იღებთ ყოველ ხარვეზს, იმის იმედით, რომ სხვა ადამიანს ასიამოვნოთ.

2. ან ძალიან სწრაფად ახლოვდებით, ან ზედმეტად დიდხანს ებღაუჭებით
გეჩვენებათ, თითქოს სწრაფად დაახლოების თვისება დაგეხმარებათ გრძელვადიანი ურთიერთობების სწრაფად მოძებნაში, მაგრამ ეს მაშინ არ ხდება, როცა უცნობ ადამიანს ზედმეტად სწრაფად უახლოვდებით ან დიდხანს ებღაუჭებით ადამიანს, რომელთან ურთიერთობას აზრი არ აქვს. დაშორების შემდეგ არამარტო გატეხილი გულით რჩებით, არამედ აღარ შეგიძლიათ ღირსეული კანდიდატის მოძებნა.

3. არ გიმართლებთ
ერთი მხრივ, არგამართლება სხვა არგამართლებასაც იწვევს, ამიტომ არამარტო გარშემომყოფები გივლიან გვერდს, როგორც ჭირს, არამედ თქვენც დიდი ზეწოლის ქვეშ ხართ, რათა ისინი გადაარწმუნოთ.

არგამართლებისთვის ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ და შეჯახებაც აღარ იქნება ისეთი მტკივნეული. ამისგან არავინაა დაზღვეული, ვინც უნდა იყოს. თუ მოეშვებით და მთლიანად ბედ-იღბალს მიენდობით, სასურველ პარტნიორს ვერასოდეს იპოვით.

წყარო: lifehacker.ru