onlain sesxebi - ყველა

როგორ გავხდე მომხიბვლელი ადამიანი?

როგორ გავხდე მომხიბვლელი ადამიანი?

1 ყველას პატივისცემით მოეპყარით
მნიშვნელობა არ აქვს, სად, ვისთან და როდის აკეთებენ ამას, მაგრამ მომხიბვლელი ადამიანები ყოველთვის ზრდილოებიანები არიან და სხვას პატივს სცემენ.

2. მიჰყევით პლატინის წესს
ოქროს წესს - მოექეცი სხვებს ისე, როგორც გინდა, რომ შენ გექცეოდნენ - სერიოზული დანაკლისი აქვს, ის აიგნორებს ფაქტს, რომ ყველა ადამიანს განსხვავებული სურვილები და მიზნები აქვს. მიჰყავით პლატინის წესს: მოექეცი სხვებს ისე, როგორც თავად სურთ, რომ ექცეოდნენ.

3. ნუ დაიწყებთ უაზროდ საუბარს
ვერასოდეს მოხიბლავთ ადამიანს ცარიელი საუბრით, რადგან ამ დროს თანამოსაუბრეს ტვინში ავტოპილოტი ერთვება და ვეღარ განიცდის თქვენ მიმართ ბუნებრივ სიმპათიას. მომხიბლავი ადამიანები ყოველთვის პოულობენ რაღაც უფრო ღრმას საუბარში, უნდა გამოავლინოთ ინტერესი თანამოსაუბრისადმი და ყველაფერი გამოვა.

4. საუბრისას, ნუ ამოძვრებით ტყავიდან
საუბარში მომხიბლავი ადამიანები არ ცდილობენ მთელი დროის დაკავებას იმაზე მოყოლით, თუ როგორი ჭკვიანები და წარმატებულნი არიან. და არა იმიტომ, რომ სატრაბახო არაფერი აქვს, ეს თავსიც კი არ მოსდით, რადგან საუბრისას ყველაფერი თავისთავად გამოჩნდება.

5. იყავით ნამდვილი
მომხიბლავი ადამიანები არიან ისეთები, როგორებიც არიან. არ უწევთ თავის მტვრევა გეგმის შესადგენად და შემდეგი ნაბიჯის მოსაფიქრებლად. ისინი იქცევიან ისე, როგორც იქცევიან, რადგან იციან, რომ ყალბი ადამიანი არავის მოსწონს.

6. გიყვარდეთ ცხოვრება
მომხიბლავი ადამიანები პოზიტიურები და არაგულგრილები არიან. არასოდეს მოიწყენენ, რადგან ცხოვრება მათთვის ერთი დიდი საოცარი თავგადასავალია და სიხარულით იღებენ ადამიანებს, რომელთაც სურთ მისი ნაწილი გახდნენ.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემები არ აქვთ. აქვთ, და უფრო მეტიც, ისინი იღებენ ამას, როგორც დროებით წინაღობას და არა, როგორც გარდაუვალ ბოროტებას. როცა რაიმე ცუდი ხდება, იხსენებენ, რომ ცუდი დღე - ცუდი დღეა, რა მოხდება ხვალ, არავინ იცის.

წყარო: lifehacker.ru