რატომ არ უნდა ვუსმინოთ მშობლებს, როცა საქმე ფულს ეხება
onlain sesxebi - ყველა

რატომ არ უნდა ვუსმინოთ მშობლებს, როცა საქმე ფულს ეხება

რატომ არ უნდა ვუსმინოთ მშობლებს, როცა საქმე ფულს ეხება

დედიკოს და მამიკოს უკეთესი უნდათ, მაგრამ ეკონომიკური სიტუაცია ძლიერ შეიცვალა.

ჩვენი მშობლების ხედვები საცხოვრებელზე, ინვესტიციებსა და დანაზოგებზე, ძირითადად მიუსადაგებელია თანამედროვე ცხოვრებასთან. თუ, რა თქმა უნდა, ისინი ფინანსების სფეროში არ მუშაობენ.

ძირითადათ მათი რჩევები დამყარებულია მათ გამოცდილებაზე. ისინი ზედმეტს იხდიან მომსახურებაში, ბევრს ხარჯავენ სატელეფონო კავშირში, როცა ონლაინ ურთიერთობა უფრო მარტივია. არ ენდობიან ელექტრონულ გადახდებს და ფულს კომისიაში იხდიან. ასევე აქვთ მოძველებული წარმოდგენები კარიერასა და ფინანსებზე.

ის, ვინც უშუალოდ არ ეჯახება თანამედროვე სიძნელეებს, ვერ შეძლებს აქტუალური რჩევის მოცემას.

ახლა ინტერნეტსა და ფინანსურ სპეციალისტთა წიგნებში შეგიძლიათ მოიპოვოთ სასარგებლო ინფორმაცია, იმის მაგივრად, რომ მშობლებსა და ნათესავებს დაეკითხოთ.

გააკეთეთ ის, რაც კონკრეტულ სიტუაციას უხდება. თუ ცხოვრობთ ქალაქში, სადაც შემოსავლის ნახევარზე მეტი ბინის ქირაში მიდის, საკუთარის შეძენას 25 წლის ასაკში ვერ შეძლებთ. თუმცა უფროსებმა შეიძლება ეს გირჩიონ.

თუ ბინას ქირაობთ, ეს სულაც არ მიანიშნებს თქვენს უპასუხისმგებლობაზე. ეს შედეგია თანამედროვე ფინანსური სისტემისა. კარგად უნდა წარმოიდგინოთ, როგორაა ეს სისტემა შემდგარი, ასევე სამართლიანი უნდა იყოტ საკუთარ თავთან, როცა ფინანსურ მიზანს ისახავთ და მომავლის გაუმჯობესებაზე ზრუნავთ.

არ დაგავიწყდეთ, რომ მშობლებს უნდატ დაგეხმარონ და მადლობა გადაუხადეთ რჩევისთვის. მაგრამ ფინანსური გადაწყვეტილება დამოუკიდებლად და აქტუალურად მიიღეთ.

წყარო: lifehacker.ru