4 ნაბიჯი შიშისა და სირცხვილისგან გასათავისუფლებლად
onlain sesxebi - ყველა

4 ნაბიჯი შიშისა და სირცხვილისგან გასათავისუფლებლად

4 ნაბიჯი შიშისა და სირცხვილისგან გასათავისუფლებლადნაბიჯი პირველი
შეამჩნიეთ შეგრძნებები, რომლებიც შიშისა და სირცხვილისას გეუფლებათ. ნუ შეაფასებთ მათ, უბრალოდ დააკვირდით. დაიმახსოვრეთ, რომ ეს არა პრობლემა, არამედ სხეულის რეაქციაა. ნუ ჩაიციკლებით მასზე. თანდათან შეამჩნევთ, რომ ეს ემოციები არც ისე საშიშია და მათი ზიზღის მიზეზიც არ გაქვთ.

ნაბიჯი მეორე
საკუთარ შეგრძნებებს ცნობისმოყვარეობით მიუდექით. რას გვანან ისინი? რამ გამოიწვია? იქნებ, თქვენ გრცხვენიათ, რადგან საკუთარ თავში არ მოგწონთ რაღაც. საიდან მოდის ეს უკმაყოფილება? მაგალითად, გეჩვენებათ, რომ იდეალური უნდა იყოთ ყველაფერში და საკუთარ ცხოვრებას მთლიანად უნდა აკონტროლებდეთ.

ნაბიჯი მესამე
როცა მიზეზს გამოავლენთ, შეასუსტეთ მისი გავლენა თქვენზე. დაფიქრდით, გაქვთ რაიმე სარგებელი თქვენი პერფექციონიზმიდან? უფრო ზიანი ხომ არ მოაქვს? საიდან წარმოიშვა? ვინ იქნებით უმისოდ და უსირცხვილოდ? წარმოიდგინეტ თქვენი თავი, შიშისგან ან სირცხვილისგან თავისუფალი, კმაყოფილი და მშვიდი. "მოიზომეთ" ეს მდგომარეობა, როგორც ახალი ტანსაცმელი.

ნაბიჯი მეოთხე
ახლა შეამოწმეთ, როგორია ამ მდგომარეობაში ცხოვრება. გრძნობთ თავს უფრო თავდაჯერებულად და ბედნიერად? კმაყოფილი ხართ საკუთარი თავით? შეხედეთ, რა შეიცვლება. როგორ მოიქცევით, როცა სირცხვილი და შიში ვერ შეგზღუდავთ?

რა თქმა უნდა, ამ პროცესს დრო სჭირდება. მომენტალურად განთავისუფლება არ გამოვა. გაიმეორეთ ეს ნაბიჯები, როცა შიშსა და სირცხვილს ეჯახებით. ნაბიჯ-ნაბიჯ მოიშორებთ იმას, რაც სრულფასოვან ცხოვრებაში გიშლით ხელს.

წყარო: lifehacker.ru