საკუთარ თავთან მარტო ყოფნა - ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც დავკარგეთ
onlain sesxebi - ყველა

საკუთარ თავთან მარტო ყოფნა - ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც დავკარგეთ

საკუთარ თავთან მარტო ყოფნა - ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც დავკარგეთ
მეცნიერმა და ფილოსოფოსმა ბლეზ პასკალმა ოდესღაც თქვა: "კაცობრიობის ყოველი პრობლემა სათავეს იღებს უუნარობიდან, რომ ოთახში მარტო და წყნარად იჯდეს". ჩვენ გვეშინია სიჩუმისა და მოწყენილობის. მათგან გასაქცევად ყოველთვის გასართობს ვეძებთ. ჩვენ არ შეგვიძლია საკუთარ თავთან მარტო ყოფნა.

პასკალის გამონათქვამი დღეს განსაკუთრებით აქტუალურია. თუ უკანასკნელი 100 წლის ტექნოლოგიურ პროგრესს ერთი სიტყვით აღვწერთ, ეს იქნება სიტყვა "კავშირი". ტელეფონმა, რადიომ, ტელევიზიამ და ინტერნეტმა სხვა ადამიანებთან დაგვაახლოვა. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ვგრძნობთ კავშირს ყველასთან, საკუთარი თავის გარდა.

პრაქტიკულად ყველას ჰგონია, რომ კარგად იცნობს საკუთარ თავს: იცის საკუთარი გრძნობები, სურვილები და პრობლემები. თუმცა ეს ასე არ არის. ჩვენ სულ უფრო ვშორდებით ჩვენს თავებს. რაც უფრო არაკომფორტულად ხართ მარტოობაში, მით უფრო ცუდად იცნობთ საკუთარ თავს. შეიძლება მოიხსნათ დისკომფორტი, გასართობის პოვნით, თუმცა ის მაინც არსად გაქრება. სამაგიეროდ პროცესში გაღვივდება დამოკიდებულება.

ჩვენ ვხდებით ტელევიზორზე დამოკიდებულნი არა იმიტომ, რომ იქ რაიმე გასაოცარი და სასიამოვნო გადის, ჩვენ დამოკიდებულები ვართ სიჩუმის არარსებობაზე. ვერც წარმოგვიდგენია, ეს როგორ - უბრალოდ ვიყოთ და არაფერი ვაკეთოთ. ამიტომ ვეძებთ გასართობსა და საზოგადოებას, თუ ყველაფერი ეს არ გვეხმარება - რაღაც უფრო ექსტრემალურს.

შედეგად ვგრძნობთ განგაშს და მარტოობას, გარშემომყოფ სამყაროსთან მჭიდრო კავშირის მიუხედავად. შიშთან გამკლავების ერთადერთი გზაა - ჩავხედოთ მას თვალებში. ასე რომ მიეცით სიცარიელეს უფლება მთლიანად მოგიცვათ. შემდეგ საბოლოოდ გაიგონებთ საკუთარ ფიქრებს და მიხვდებით, რა ხდება თქვენს თავში.

თქვენ შეამჩნევთ, რომ საკუთარ თავთან მარტო ყოფნა არც ისე ცუდია. სიჩუმემ შეიძლება შთაგაგონოთ. თქვენ უკეთ შეიცნობთ თქვენს თავს. საგნებს დაინახავთ ისე, როგორებიც სინამდვილეში არიან. ისწავლეთ ყურადღების მიქცევა იმაზე, რასაც ჩვეულებრივ ვერც კი ამჩნევთ.

მიიღეთ სიჩუმე და სიცარიელე, რათა ახლებურად შეხედოთ სამყაროს და გადაწყვიტოთ შინაგანი კონფლიქტები.

წყარო: lifehacker.ru