onlain sesxebi - ყველა

როგორ და როდის უნდა ვითხოვოთ პატიება, მის მისაღებად

როგორ და როდის უნდა ვითხოვოთ პატიება, მის მისაღებად

რატომ უნდა ვითხოვოთ პატიება
ტვინს სჯერა, რომ ყოველთვის მართლები ვართ. შეცდომის აღიარება წარმოქმნის კოგნიტურ დისონანსს. გვგონია, რომ სუსტი გამოვჩნდებით, ჩვენი თვითშეფასება იკლებს. და ნებისმიერ ფასად ვიმართლებთ თავს.

თუმცა შეცდომებს ყველა ვუშვებთ, ამას ვერ გავექცევით. ამიტომაც პატიების თხოვნა სავსებით ნორმალური და სასარგებლოა.

როდის ვითხოვოთ
ბოდიშის მოხდა და პატიების თხოვნა შეიძლება მოგიწიოთ, თუ არ შეასრულეთ დაპირება, მიაყენეთ ტკივილი სხვა ადამიანს, შეურაცხყავით ვიღაცის გრძნობები, გააფუჭეთ სხვისი ნივთი, დააგვიანეთ.

რა თქმა უნდა, საკუთარ თავს უნდა გადააბიჯოთ, თუ გსურთ სიტუაციის გამოსწორება და თქვენთვის ადამიანი ძვირფასია.

თქვენ ნამდვილად გრძნობთ დანაშაულს
სანამ ბოდიშს მოიხდით, დაფიქრდით: მართლაც ხართ თუ არა დამნაშავე და ნანობთ თუ არა საქციელს?

ნუ ითხოვთ პატიებას, თუ არაფერს გრძნობთ. ეს უარყოფითად აისახება თვითშეფასებასა და თავდაჯერებულობაზე.

როგორ ვითხოვოთ პატიება სწორად
თქვენ გჭირდებათ გეგმა. დაფიქრდით იმაზე, თუ როგორ ისაუბრებთ. თავდაპირველად სჯობს გამოხატოთ სინანული, შემდეგ მიზეზი ახსნათ, აღიაროთ საკუთარი პასუხისმგებლობა. შემდეგ შესთავაზეთ პრობლემის მოგვარების გზები, ბოლოს კი პატიება სთხოვეთ.

საუბრის მომენტში უნდა იყოთ გულწრფელი, არ იმართლოთ თავი, არ გამოიყენოთ არანაირი მაგრამ. ფოკუსირდით იმაზე, რაც თავად გააკეთეთ და ნუ გადააბრალებთ სხვას. რაც მთავარია, ნუ დაელოდებით მომენტალურ პატიებას და ნუ მოახდენთ ზეწოლას. თქვენი სიტყვები მოქმედებით უნდა დაამტკიცოთ, შემდეგ კი პატიებასაც მიიღებთ.

წყარო: lifehacker.ru