onlain sesxebi - ყველა

5 ნიშანი იმისა, რომ ფულთან არაჯანსაღი დამოკიდებულება გაქვთ

5 ნიშანი იმისა, რომ ფულთან არაჯანსაღი დამოკიდებულება გაქვთ
1. ფულის ხარჯვა დანაშაულის გრძნობას გიჩენთ
ზოგიერთ ადამიანს რცხვენია საკუთარ თავზე ფულის დახარჯვის. ისინი საკუთარი თავის საზიანოდაც კი ზოგავენ ფულს. მაგალითად, არ ხარჯავენ ფულს იმ ნივთებზე, რომელთაც მათი ცხოვრების გაადვილება შეუძლიათ.

2. ან გაუკონტროლებლად ხარჯავთ მას
სხვები კი ვერ აჩერებენ საკუთარ გასავალს და არ შეუძლიათ ფული საჭიროების მიხედვით ხარჯონ. ალბათ იცით თქვენი ახლობლების ხელფასი და ხედავთ, როგორ ხარჯავს მათგან რომელიმ უფრო მეტს, ვიდრე შოულობს. ეს პრობლემაა.

3. საკრედიტო ბარათებზე ბევრი ვალი გაქვთ
სამომხმარებლო სესხის დიდი ოდენობა პრობლემების თვალსაჩინო ნიშანია. კრედიტი არ გვეხმარება ფულის დაგროვებაში, თუ მის დაზოგვას მაინც ვახერხებთ. საბოლოო ჯამში დიდი ნაწილი ამ თანხისა კრედიტების დიდ პროცენტებს მიაქვს.

4. მუდამ ბევრს ხარჯავთ და ამის გამართლებას ეძებთ
ალბათ, სარეზერვო ფონდიც კი არ გაქვთ, რაც ძალიან ცუდია უეცარი ავადმყოფობის, სამსახურის დაკარგვისას, ან მანქანის დამტვრევისას.

5. ფული ინსტრუმენტი არ გგონიათ
ფული უნდა იყოს ინსტრუმენტი თქვენი ცხოვრების სტილისა და უფრო მნიშვნელოვანი მიღწევების მხარდასაჭერად. მაგალითად, თუ მოგზაურობა გიყვართ, სისულელე იქნება უზარმაზარ სახლში ფულის გადაყრა, ან ძვირადღირებული ავტომობილის ყიდვა.

წყარო: sravni.ru