როგორ დავაძალოთ საკუთარ თავს მუშაობა?
onlain sesxebi - ყველა

როგორ დავაძალოთ საკუთარ თავს მუშაობა?

როგორ დავაძალოთ საკუთარ თავს მუშაობა?

რითი დავიწყო?
ხანდახან ჩვენ წინაშე რამდენიმე დიდი ამოცანა იდება, არ ვიცით რომლით დავიწყოთ, საიდან მოვუაროთ. კვლევები ამტკიცებს, რომ ყველაზე ძნელი სწორედაც დაწყებაა.

თავდაპირველად ყველაზე მარტივი აირჩიეთ, რადგანაც როცა მთლიანად ფოკუსირდებით მასზე, იგრძნობთ მოტივაციას შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად.

რომელი სამი საქმეა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი?
ჩვენ სამუშაოს გადავდებთ, თუ არასასიამოვნოდ გვეჩვენება, მაგრამ ამას თან ერთვის დატვირთულობა სხვა მცირე საქმეებისგან და სხვა ხელისშემშლელი ფაქტორებისგან. ეცადეთ დღეს გააკეთოთ ის, რაც დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სხვა რამემ არ მოგაცდინოთ. ამის შემდეგ კი შეგიძლიათ ყველაფერ დანარჩენს დაუბრუნდეთ.

როგორ გავიმარტივო სამუშაო პროცესი?
ბევრ ჩვენგანს სჯერა, რომ წარმატებას მხოლოდ მძიმე შრომით მიაღწევს. ხშირად ასეც არის. მაგრამ ხანდახან ეს აზრი გვიბლოკავს ბევრად მარტივი გზების პოვნის საშუალებას. არაფერია იმაზე კარგი, თუ მძიმე შრომას შეიმსუბუქებ, თუ ეს სამუშაოს შესრულებაში დაგეხმარება.

მაგალითად ავიღოთ ვარჯიში. თქვენ არ შეგიძლიათ დღეში ერთი საათი დაუთმოთ სპორტულ საქმიანობას, მაგრამ მისგან მთლიანად უარის თქმის მაგივრად, შეიძლება დღეში 10 წუთი მაინც ივარჯიშოთ. რა თქმა უნდა, ეს დროის კარგვად მოგეჩვენებათ, მაგრამ სჯობს ნაკლები, ვიდრე არაფერი. თანაც თქვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემა დიდად მადლობელი იქნება.

წყარო: lifehacker.ru