როგორ ამოვიცნოთ ბოროტმოქმედი ჩვენ შორის?
onlain sesxebi - ყველა

როგორ ამოვიცნოთ ბოროტმოქმედი ჩვენ შორის?

როგორ ამოვიცნოთ ბოროტმოქმედი ჩვენ შორის?

1. ისინი ბედნიერები არიან სხვების უბედურებით
როცა მათ გარშემო ვინმეს არ უმართლებს, ვინმეს იმედი უცრუვდება, ბოროტმოქმედები უბრალოდ იღიმიან და ბავშვივით უხარიათ! კიდევ არსებობს საშიშროება იმისა, რომ თავად გაგიკეთონ რაიმე საშინელი, შემდეგ კი დატკბნენ თქვენი ტანჯვის ცქერით.

2. ისინი ცდილობენ ყველაფრის გაკონტროლებას
ისინი ამას გარშემომყოფებს კი არა, საკუთარ თავს უკეთებენ. თუ მის რომელიმე ასპექტს ვერ ცვლიან, ძალიან ბრაზდებიან, თუ მათ ახლოს მიუშვებთ, შეიძლება თქვენი ცხოვრების გაკონტროლება გადაწყვიტონ.

3. მატყუარები არიან
დამეთანხმეთ, რომ ყველანი ვიტყუებით, მაგრამ ჩვენი საშუალებები ბოროტმოქმედებისგან განსხვავდება. ისინი გაუცნობიერებლად იტყუებიან, ბოლოს კი შეიძლება რეალური ცხოვრება ტყუილისგან ვეღარ გაარჩიონ. ასევე ეს მანიპულირების მშვენიერი ხერხია.

4. ისინი თქვენით მანიპულირებენ
ისინი კეთილად არიან განწყობილნი თქვენ მიმართ, თუ რაიმეში სჭირდებით. დაიმახსოვრეთ ეს და არ ენდოთ მსგავს ადამიანებს.

5. შეიძლება დაგაბნიონ
როგორც წინა პუნქტებიდან გაიგეთ, ისინი აკონტროლებენ თქვენს ცხოვრებას, ასე რომ, მარტივად შეუძლიათ თავს მოგახვიონ საკუთარი აზრი გარშემომყოფებზე. შეიძლება გააზვიადონ ფაქტები, შეცვალონ თქვენი გაგება და ა.შ.

6. მათ არ რცხვენიათ
გატყუებენ და თვალსაც არ ახამხამებენ, რადგან აზრადაც არ მოსდით, რომ რაიმეს არასწორად აკეთებენ.

7. არ იღებენ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას
არასოდეს არიან მზად პასუხი აგონ საკუთარი სიტყვებისა და საქციელის გამო, და თუ ასეთი აზრი თავში მოუვათ, მაშინვე ცდილობენ თავი აარიდონ და შორს გაუშვან.

8. ორმაგი ცხოვრება აქვთ
ნებისმიერ მომენტში შეიძლება იქცნენ იმად, ვისზეც იმ წუთას წარმოდგენა არ გაქვთ. ისინი ეწყობიან გარემოებას და ასე ინიღბებიან.

წყარო: onedio.ru