როგორ გავზარდოთ ჩვენი ენერგიისა და პროდუქტიულობის დონე?
onlain sesxebi - ყველა

როგორ გავზარდოთ ჩვენი ენერგიისა და პროდუქტიულობის დონე?

როგორ გავზარდოთ ჩვენი ენერგიისა და პროდუქტიულობის დონე?

1. სუნთქვის ტექნიკა
მაღალი გონებრივი აქტივობის გამოსამჟღავნებლად აუცილებელია კონცენტრაცია. თუ არ გამოგდით ეს, თავს შეწუხებულად გრძნობთ. შეისვენეთ და ისუნთქეთ დიაფრაგმულად. ჩაუშვით ჰაერი ფილტვებში, გააფართოვეთ მუცელი, ამავდროულად, ჩასუნთქვა და ამოსუნთქვაც ღრმა უნდა იყო.

2. ადაპტოგენური ბალახი
ადაპტოგენური ბალახი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც არ ცვლის ორგანოთა სისტემის მუშაობას, მაგრამ ორგანიზმს რთულ პირობებში ნორმალურად ფუნქციონირების შესაძლებლობას აძლევს. არსებობს მოსაზრება, რომ ეს მცენარეები მუშაობს, როგორც მოლეკულური ვაქცინა სტრესის წინააღმდეგ. ისინი იწვევს მცირე სტრესს ორგანიზმში, რის შედეგადაც ნერვული სისტემა სწავლობს სტრესულ ფაქტორებთან ბრძოლას.

3. რკინით მდიდარი პროდუქტები
ეს რჩევა გამოადგებათ მხოლოდ მათ, ვინც რკინის უკმარისობას განიცდის. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს პრობლემა მსოფლიო მოსახლეობის 30%-ს აწუხებს, ნამდვილად ბევრს გამოადგება. თუ თქვენ გაკლიათ რკინა, ორგანიზმი ვერ აწარმოებს საკმარის ჰემოგლობინს, რომელიც სისხლში ჯანგბადის გადატანაზეა პასუხისმგებელი.

4. მუშაობა 90-წუთიანი ფაზებით
მეცნიერებემა აღმოაჩინეს, რომ ჩვენი სიფხიზლე, ძილის მსგავსად, 90-წუთიან ციკლებად იყოფა. მათ გამოიკვლიეს მუსიკოსები, სპორტსმენები, მსახიობები. ისინი რამდენიმე 90-წუთიან ფაზას იყენებდნენ დღეში და საბოლოოდ 4.5 საათის შემდეგ აღარ შეეძლოთ. ასე რომ, თუ გინდათ ენერგიისგან არ დაიცალოთ და მეორე დღეს უფრო პროდუქტიული იყოთ, დღეში ერთ საქმეს ნუ დაუთმობთ 4.5 საათზე მეტს, ასევე 90-წუთიან ფაზებს შორის აუცილებლად შეისვენეთ.

წყარო: lifehacker.ru