საინტერესო ფაქტები ნიკოლა ტესლაზე
onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები ნიკოლა ტესლაზე

საინტერესო ფაქტები ნიკოლა ტესლაზე ნიკოლა ტესლა (სერბი მეცნიერი) - ლეონარდო და ვინჩის დროიდან ყველაზე დიდებული მეცნიერი. ცოტა ადამიანმა იცის, რომ ამ ადამიანის გამოგონებებმა მსოფლიო ამოატრიალეს. მისი ზოგიერთი იდეა და გამოგონება სხვა მეცნიერებმა მიითვისეს. მან აღმოაჩინა რადიოაქტიური სხივები (რენტგენის მოპარული), რადიო (მარკონისა და პოპოვის მოპარული), სპიდომეტრი, სისწრაფის გამომთვლელი სისტემა, რადარის საფუძვლები, ცვლადი დენის გენერატორი, პირველი ჰიდროელექტროსადგური. ის ხმებისა და სურათების ჰაერში გადმოცემას შესაძლებლად მიიჩნევდა (მე-19 საუკუნის დასასრული). საინტერესო ფაქტი, ტესლა ამტკიცებდა, რომ შეიმუშავა "გრავიტაციის დინამიკური თეორია", რომელიც არ ეთანხმება აინშტაინისას. ტესლას იდეები იმდენად უსწრებდა მის დროს, მეცნიერთა საზოგადოება მას გიჟად მიიჩნევდა და ხშირ შემთხვევაში მხოლოდ იცინოდნენ მის თეორიებზე.

1884 წელს ის პირველად ჩავიდა აშშ-ში სარეკომენდაციო წერილით, რომელიც თომას ედისონის სახელზე მისი პირველი დამსაქმებლის მიერ იყო დაწერილი. წერილში ეწერა: "მე ორ დიდ ადამიანს ვიცნობ, თქვენ ერთ-ერთი ხართ, დანარჩენი კი - ეს ახალგაზრდა".

ტესლა სამსახურში მიიღეს და ედისონთან განაგრძობდა მუშაობას, სანამ არ გაჩნდა უთანხმოება. ედისონს შეექმნა პრობლემები მუდმივი დენის გენერატორების კონსტრუქციაში და ტესლას მათ დასრულებაში 50000 დოლარს შეპირდა. როცა საქმე გააკეთა და ფულის ასაღებად მივიდა, ტესლამ მიიღო პასუხი, რომ ეს უბრალო ამერიკული იუმორი იყო. ტესლა წავიდა და საკუთარი კომპანია დააარსა. ედისონის მუდმივი დენის კონცეფცია დაინგრა, როცა ტესლამ ცვლადი დენის უპირატესობა დაამტკიცა და კონკურენტი ბანკროტის პირას მიიყვანა. სამაგიეროდ ედისონმა ყველაფერი გააკეთა ნიკოლა ტესლას ისტორიის წიგნებიდან ამოსაშლელად. ნაწილობრივ გამოუვიდა - უდიდესი მეცნიერი გარდაიცვალა მარტოობაში, მისი იდეები კი სხვებმა დაინაწილეს. 2006 წლის 10 ივლისს ნიკოლა ტესლას 150-ე დაბადების დღე აღნიშნეს.

წყარო: i-fakt.ru