საინტერესო ფაქტები შვეიცარიაზე
onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები შვეიცარიაზე

საინტერესო ფაქტები შვეიცარიაზე


შვეიცარიაში 8 მილიონზე ცოტათი მეტი ადამიანი ცხოვრობს. ამავდროულად, ხელში 3 მილიონზე მეტი ცეცხლსასროლი იარაღი უჭირავთ. ჯარში ნამსახური მოსახლე გადადის რეზერვში თავისივე იარაღით. შემდეგ კი ერთჯერადად იწვევენ საბრძოლო შეკრებებზე. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყოველ მამაკაცს იარაღი აქვს, დანაშაულის დონე ძალიან დაბალია.

სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობა დამოკიდებულია დამრღვევის შემოსავლებზე. ამიტომ, შეზლებულ მოქალაქეთათვის ის შეიძლება ასი ათასობით შვეიცარულ ფრანკსაც კი აღწევდეს.

ერთ-ერთ შვეიცარულ ბანკში დღემდეა გახსნილი ანგარიში ვლადიმერ ულიანოვის (ლენინი) სახელზე. 2006 წელს მოცემული ბანკის თანამშრომლები გამოუყენებელ თანხებს აღწერდნენ. აღმოჩნდა, რომ მსოფლიო რევოლუციის "მამას" აქ ჯერ კიდევ შემორჩენია 13 შვეიცარული ფრანკი.

როგორც კი ჟენევაში, ხელისუფლების შენობის წინ მდგარ წაბლის ხეზე პირველი ფოთოლი ამოვა, გაზაფხულის მოსვლის შესახებ ოფიციალური განცხადება კეთდება, ეს ტრადიცია 200 წელია არ დარღვეულა.

შვეიცარიელი ბავშვები დაწყებით სკოლაში 4 წლიდან იწყებენ სიარულს. ქვეყანაში მოსწავლეთათვის დადგენილია დასვენების სამი დღე - ოთხშაბათი, შაბათი და კვირა.

პატარა ქალაქ ცერმატს უწოდებენ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ეკოლოგიურად სუფთას. საქმე იმაშია, რომ აქ აკრძალულია ნებისმიერი ტრანსპორტი, რომელიც ჰაერს აბინძურებს. გადაადგილება კი მხოლოდ ელექტრომობილებითა და ველოსიპედებით შეიძლება.

1977 წლის 25 დეკემბერში შვეიცარიულ ქალაქ ვევეში გარდაიცვალა ლეგენდარული მსახიობი ჩარლი ჩაპლინი. ის ადგილობრივ სასაფლაოზე დაკრძალეს, თუმცა ცოტა ხანში ის საფლავითვე ვიღაცამ მოიპარა. როგორც გაირკვა, დამნაშავეები მისი ოჯახისგან დიდ გამოსასყიდს ელოდნენ, ისინი დააკავეს, ჩაპლინი კი 1,80 მეტრის სისქის ბეტონის მასის ქვეშ დაკრძალეს, რათა ასეთი შემთხვევებისგან მომავალში დაზღვეულნი ყოფილიყვნენ.

წყარო: i-fakt.ru