რატომ ვატყუებთ საკუთარ თავს და როგორ შევწყვიტოთ ეს
onlain sesxebi - ყველა

რატომ ვატყუებთ საკუთარ თავს და როგორ შევწყვიტოთ ეს

რატომ ვატყუებთ საკუთარ თავს და როგორ შევწყვიტოთ ეს

რატომ ვაკეთებთ ასე?
თვითმოტყუებას მივეცემით ხოლმე, რადგან არ ვართ მზად სიმართლე საკუთარ თავს გავუმხილოთ და თავდაჯერებულობა გვაკლია. ყველანაირად ვცდილობთ შეჯახებისგან თავის არიდებას. ფსიქოლოგიური ხედვით თვითმოტყუება პრობლემებისა და დანაშაულის განცდისგან თავდაცვის ერთ-ერთი ხერხია.

ეს ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე სხვათა არგუმენტები და აზრი. საკუთარ თავს ყოველთვის სიამოვნებით ვუჯერებთ. ამავდროულად სიმართლედ მივიჩნევთ იმას, რისიც გვინდა გვჯეროდეს. საბოლოო ჯამში უნებურად ვიქმნით არასწორ წარმოდგენას საგანზე.

თუ რაიმე სფეროში წარმატებას ვერ მიაღწია, ზოგიერთი გარბის გრძნობებისგან და თავს საქმეებით იტვირთავს. ასე ხდებიან "შრომისმოყვარენი" რადგან უმძიმთ ურთიერთობა. ამაში ერთვება თვითმოტყუება და ადამიანი საკუთარ თავს აჯერებს, რომ უბრალოდ ძალიან დაკავებულია.

მოგზაურობაც კი შეიძლება თვითმოტყუების ფორმა იყოს. ზოგიერთი გაემგზავრება პირად ცხოვრებაში ან კარიერაში პრობლემასთან შეჯახების შემდეგ და საკუთარ თავს ატყუებს, რომ ძალიან უყვარს მოგზაურობა.

როგორ არ უნდა მივეცეთ თვითმოტყუებას?

1. შეჩერდით
როგორც კი სირცხვილი, დანაშაული, შურისძიება შეგიპყრობთ - შეჩერდით. როგორც კი რაიმეს აზვიადებთ - შეჩერდით. როგორც კი შეამჩნევთ მანძილს ღირებულებებსა და საქციელს შორის - შეჩერდით. ღრმად ჩაისუნთქეთ და გაწყვიტეთ ფიქრების ჯაჭვი.

2. გააანალიზეთ საკუთარი ქცევა
თუ გარკვეულ სიტუაციებზე მკვეთრად რეაგირებთ, დაფიქრდით, რაზე მეტყველებს ეს. აღიარეთ საკუთარი ნაკლები და სისუსტეები. მაშინ კი მიხვდებით, როგორი არჩევანი გაქვთ.

3. საკუთარ შიშებს თვალებში ჩახედეთ
შესაძლოა, გარბოდით და გეშინოდათ რაღაცის საკუთარ თავზე გამოცდის. დროა სიმამაცით აივსოთ და პრობლემას პირისპირ, თვალებში ჩახედოთ. ამის შემდეგ ბევრად თავდაჯერებული გახდებით.

4. მიიღეთ რეალობა
იყავით მზად ყველაფრის ისე მისაღებად, როგორც არის, და არა ისეთად, როგორიც თქვენ გინდათ რომ იყოს. მაგალითად, თქვენ წერთ, მაგრამ თქვენი ისტორიები აუდიტორიას არ იზიდავს. შესაძლოა, ისინი არც ისე კარგია, რომ მკითხველის აღფრთოვანება გამოიწვიოს.

ჩვენ არ შეგვიძლია საკუთარი თავის ობიექტურად შეფასება. იპოვეთ ადამიანი, რომელსაც ენდობით და სთხოვეთ მწარე რეალობის მოთხრობა. მაშინაც კი მოუნდება ტვინს ფაქტების დარბილება, რაც არ მოგეწონებათ და ამისთვის მზად უნდა იყოთ.

მიიღეთ რეალობა მთლიანად, და არა ნაწილ-ნაწილ, შერბილებულად. ეს მტკივნეული, მაგრამ აუცილებელია.

წყარო: lifehacker.ru