Xiaomi-მ კლასიკური და ჭკვიანი საათების ჰიბრიდი წარმოადგინა
onlain sesxebi - ყველა

Xiaomi-მ კლასიკური და ჭკვიანი საათების ჰიბრიდი წარმოადგინა

Xiaomi-მ კლასიკური და ჭკვიანი საათების ჰიბრიდი წარმოადგინა

ეს მიმზიდველი საათი აღჭურვილია ნაბიჯმთვლელით და ზარების შესახებაც კი გატყობინებთ.

Xiaomi-მ წარმოადგინა Mijia-ს სუბბრენდის ახალი საათი, რომელმაც მიიღო დასახელება Mijia Quartz Watch. ეს არის ჰიბრიდული საათი - აქვს კლასიკური შესახედაობა და აღჭურვილია რამდენიმე ჭკვიანი ფუნქციით. ის სულ რაღაც 52 დოლარი ღირს.

მის დიზაინს შეიძლება მინიმალისტური ვუწოდოთ. მისი დიამეტრი სულ 40 მმ-ა. სამი ისარი აჩვენებს წუთებს, საათებსა და გადადგმული ნაბიჯების რაოდენობას.

საათი ასევე ავტომატურად აყენებს დროს, აქვს ტაიმერი და მაღვიძარა, ასევე ზარების შესახებაც გვატყობინებს. ყველაფერი ეს სპეციალურ მობილურ აპლიკაციაში ეწყობა.

მოწყობილობის ჩატანა წყალში 30 მეტრზე შეგიძლიათ, გააჩნია მოდული Bluetooth 4.0, რითაც ერთი დატენვა საკმაოდ დიდ ხანს ეყოფა.

Mijia Quartz Watch-ის გაყიდვა ჩინეთში 17 ივლისს დაიწყება.

წყარო: lifehacker.ru